დისფაზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისფაზია - არის ქერქული წარმოშობის ლინგვისტური ფუნქციის ნაწილობრივი დაქვეითება. ის შეიძლება იყოს რეცეპციული ან ექსპრესიული. დიზართრიის დასადგენად პაციენტს უნდა ვთხოვოთ, წარმოთქვას რომელიმე რთული ფრაზა ან ენის გასატეხი

რეცეპციული დისფაზია

რეცეპციული დისფაზიის დასადგენად პაციენტს უნდა წავაკითხოთ შესაფერისი სირთულის ტექსტი. თუ პაციენტი ამას ვერ მოახერხებს, სთხოვეთ ცალკეული სიტყვებისა ან ასოების წაკითხვა. თუ ის მოახერხებს ამ მონაკვეთის წაკითხვას, სთხოვეთ, ახსნას მისი შინაარსი. იმის დასადგენად, ესმის თუ არა პაციენტს ზეპირი მეტყველება, მოასმენინეთ მას ტექსტის მონაკვეთი და სთხოვეთ, განმარტოს იგი (პირველი შემოწმება იმისა, რომ მეხსიერება შენახულია) ან შეასრულოს მარტივი ინსტრუქცია (მაგ., მიუთითოს დასახელებულ საგნებზე).

ექსპრესიული დისფაზი

ექსპრესიული დისფაზიის დასადგენად პაციენტს უნდა ვთხოვოთ, დაასახელოს ყოფითი საგნები, როგორებიცაა საათი, გასაღები, კალმისტარი და მათი ნაწილები (მაგ., საათის ციფერბლატი) ან სხეულის ნაწილი. ასევე, უნდა ვთხოვოთ, ისაუბროს სპონტანურად (მაგ., თავისი ჰობის შესახებ) და დაწეროს მოკლე ტექსტი, ჯერ კარნახით, ხოლო შემდეგ სპონტანურად, მისთვის ნაცნობ თემაზე (მაგ., ოჯახის წევრების შესახებ). თუ პაციენტი ვერ ასრულებს ამ დავალებას, ვთხოვოთ, გადაიწეროს ერთი მცირე მონაკვეთი.

ლინგვისტური დარღვევები მიუთითებს მარცხენა ჰემისფეროში არსებულ დაზიანებაზე მემარჯვენე პაციენტებში. ცაციებში დარღვევის ლოკალიზაცია ასე ზუსტად ვერ დგინდება, თუმცა, უფრო ხშირად, ის მაინც მარცხენა ჰემისფეროს უკავშირდება. ლინგვისტური დარღვევის ტიპი დამატებით მიუთითებს დაზიანების ლოკალიზაციაზე. ექსპრესიული დისფაზია გვაფიქრებინებს წინა დაზიანებაზე, ხოლო რეცეპციული დისფაზია _ უკანაზე, სმენითი დისფაზია - საფეთქლის წილის დაზიანებაზე, ხოლო მხედველობითი დისფაზია უფრო უკანა



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები