დი სტეფანო ალფრედო
ალფრედო დი სტეფანო – (ესპ. Alfredo Di Stéfano Laulhé; 1926-2014 ), არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.
ალფრედო დი სტეფანო, რომელსაც შემდეგ მისმა თანამემამულე იტალიელებმა „სენიორ კალჩიო“ („ბატონი ფეხბურთი“) უწოდეს, დაიბადა ბუენოს-აირესში, 1926 წლის 4 ივლისს. მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ფეხბურთი იყო. მისი მამის კლუბი „რივერ პლატა“ არგენტინის პირველობაზე მძაფრ ბრძოლას აწარმოებდა „ბოკა ხუნიორსთანი, „რესინგსა“ და „სან ლორენცოსთან"“. პატარა ბიჭი მწვავედ განიცდიდა „რივერ პლატას“ თითოეულ მარცხს. იგი ოცნებობდა მომავალში თვით გამხდარიყო ფეხბურთელი და თავის საყვარელ გუნდში ეთამაშა.
სარჩევი |
„რივერ პლატა“
დი სტეფანომ ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა შეჯიბრებებზე. 1944 წელს იგი უკვე „რივერ პლატაში“ ჩაირიცხა. საყურადღებოა, რომ ჭაბუკი ფეხბურთელის დებიუტი „რივერ პლატას, ძირითად სპორტულ მეტოქესთან „სან ლორენცოსთან“ შეხვედრისას შედგა. შეხვედრის ბედი ჭაბუკი ცენტრალური თავდამსხმელის არაჩვეულებრივმა სისწრაფემ და გამჭრიახობამ გადაწყვიტა. „არგენტინის ფეხბურთის ცაზე მზე ამობრწყინდა“ – წერდა ბუენოს-აირესის ერთ-ერთი გაზეთი.
„რივერ პლატა“ დიდი ტრადიციების მქონე კლუბი იყო. დი სფეტანოს მხარდამხარ თამაშობდა გამოცდილი თავდამსხმელი ანხელ ლაბრუნა არგენტინელები სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში არასოდეს ყოფილა მასზე უკეთესი ფეხბურთელი. ჭაბუკი დი სტეფანო გატაცებით ვარჯიშობდა, თანაც თვალს არ აშორებდა ლაბრუნას. ბევრ რამეს იძენდა ამ დიდოსტატის უმდიდრესი არსენალიდან. სხვათა შორის, ანხელ ლაბრუნა ფეხბურთს საკმაოდ დიდხანს შემორჩა. 1958 წელს არგენტინელები შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ისეთი განწყობით ჩამოვიდნენ, თითქოს მათ გარდა არავის არაფერი გაეგებოდა ფეხბურთში. როდესაც პირველივე მატჩში მათ მწარე დამარცხება იგემეს, ბუენოს-აირესიდან სასწრაფოდ გამოიძახეს 40 წლის ლაბრუნა, საფეხბურთო არგენტინის „კერპი“.
ახალგაზრდა დი სტეფანოს დიდმა სისწრაფემ, შედეგიანობამ, გამჭრიახობამ და თამაშის ელეგანტურმა მანერამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. არგენტინის ნაკრების ხელმძღვანელები ჩაფრინდნენ და ჯერ კიდევ სრულიად ჭაბუკი ურუგვაელთა წინააღმდეგ გამოიყვანეს. ამ შეხვედრას, რომელიც 1947 წელს გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა (3:1), დი სტეფანო მიიჩნევს თავის სპორტულ კარიერაში ყველაზე უფრო მაღალ დონეზე ჩატარებულ მატჩად. ფეხბურთის ახალი „ვარსკვლავი“ კარგად გახდა ცნობილი ევროპაშიც, თუმცა იქ მას არასოდეს უთამაშია. ბუენოს-აირესში მრავალი ევროპელი „ფეხბურთელით მოვაჭრე“ დაძრწოდა და დი სტეფანოს გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ „რივერ პლატა“ არავის უთმობდა თავის წამყვან მოთამაშეს. დი სტეფანომ ექვსი სეზონი გაატარა „რივერ პლატაში“. ამ ხნის განმავლობაში ამ გუნდმა ორჯერ მოიპოვა არგენტინის ჩემპიონობა, დი სტეფანო კი სამჯერ გახდა ჩემპიონატის ყველაზე უფრო შედეგიანი თავდამსხმელის საპატიო ჯილდოს მფლობელი.
ბოგოტას „მილიონარიოსი“
1949 წელს დიდი ინცინდენტი მოხდა არგენტინის პირველი ლიგის კლუბების მეპატრონეებსა და მოთამაშეებს შორის. ფეხბურთელები ჯამაგირის მომატებას მოითხოვდნენ, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. ეროვნული ჩემპიონატი შეწყდა, დაიწყო მოთამაშეთა ხანგრძლივი გაფიცვა რომელიც, ვინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა, ერთი კურიოზული ამბავი რომ არ მომხდარიყო. კოლუმბიელმა საქმოსნებმა შეიტყვეს არგენტინაში შექნნილი ვითარების შესახებ მათი წარმომადგენლები არგენტინელ ფეხბურთელებს ეწვივნენ და „ოქროს მთები“ აღუთქვეს. მცირე ხნის განმავლობაში არგენტინიდან ფეხბურთელთა ემიგრაცია დაიწყო, ეროვნული ნაკრები სისხლისაგან დაიცალა, ყველა გამოჩენილი „ვარსკვლავი“ კოლუმბიაში გადაბარგდა. დი სტეფანოც მათ შორის იყო. მან არ მიბაძა თავის მასწავლებელ ანხელ ლაბრუნას, რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მხოლოდ „რივერ პლატაში“ თამაშობდა და ბოგოტას „მილიონარიოსის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა. ოთხ წელს თამაშობდა დი სტეფანო ამ ახალ კლუბში, რომელიც ამ პერიოდში სამჯერ გახდა კოლუმბიის ჩემპიონი. არგენტინელმა „ბატონმა ფეხბურთმა“ ამდენჯერვე მოიპოვა კოლუმბიის ჩემპიონატის პირველი სნაიპერის წოდება.
1953 წელს „მილიონარიოსი“ ესპანეთში ჩავიდა ამხანაგური საერთაშორისო თამაშების ჩასატარებლად. დი სტეფანოს თამაშმა ფურორი მოახდინა. მას „შეუდარებელი ცენტრალური თავდამსხმელი“ და „გენიალური ფეხბურთელი“ უწოდეს. დაიწყო კლუბების მძაფრი დავა დი სტეფანოს ხელში ჩაგდებისათვის. იტალიელებსაც უნდოდათ დი სტეფანოს გადაბირება და, მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, სწორედ მისი წყალობით ააღორძინებდნენ თავიანთ „სკუადრა აძურას“« („ცისფერ გუნდს“). მაგრამ მოხდა ისე, რომ „მილიონარიოსმა“ თავისი წამყვანი მოთამაშე „ბარსელონას“ დაუთმო, მცირე ხნის შემდეგ კი დი სტეფანომ „რეალში“ ამოყო თავი. ამის შემდეგ იგი ბარსელონაში ყველაზე უფრო საძულველი ფეხბურთელი გახდა. მის ყოველ გამოჩენას ამ მინდორზე ადგილობრივი გულშემატკივრები გამაყრუებელი სტვენით ხვდებოდნენ.
მადრიდის „რელი“
ესპანეთის უძველესი და უმდიდრესი კლუბი მადრიდის „რეალი“ დაარსებულ იქნა 1902 წელს. 14-ჯერ (1932, 1933, 1954, 1955, 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1967, 1968 და 1969 წლებში) ეს გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა თორმეტჯერ მეორე ადგილზე გამოვიდა, 9-ჯერ (1905, 1906 1907, 1908, 1917, 1934, 1936, 1946 და 1947 წლებში) დაეუფლა ესპანეთის თასს, 21–ჯერ კი მონაწილეობდა თასის ფინალში. წარსულში ამ გუნდის გამოჩენილი მოთამაშეები იყვნენ ბელაუნდი ბერნაბეუ, რენე პეტიტი, სოტერო, ზაბალა, ტირიაკო, კვინკოკესი, რეგვირო, ჰილარიო, ოლივარესი, ზამორა (ლეგენდარული მეკარე) ნავარო, როხა, მუნოზი, ზარიგა, კაბრერა, მარკვინტოსი და რიალი, მაგრამ ყველა მათგანს დი სტეფანომ გადააჭარბა.
„რეალში“ ჩარიცხვის დღიდანვე დი სტეფანომ ამ გუნდში წამყვანი მდგომარეობა დაიკავა. დაიწყო გაუთავებელი დავა ამ კლუბსა და „ბარსელონას“ შორის ესპანეთის ჩემპიონობისათვის, დანარჩენმა წამყვანმა კლუბებმა: „ბეტისმა“ (სევილია), „ატლეტიკომ“ (მადრიდი), „სევილიამ“, „სარაგოსამ“, „ვალენსიამ და „ატლეტიკომ“ (ბილბაო) თანდათან დათმეს პოზიციები და ვერ უწევდნენ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ღირსეულ მეტოქეობას.
ორი წამყვანი კლუბის მეტოქეობას ხელს უწყობდა ეროვნული შუღლი ესპანელებსა და კატალონელებს შორის. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყნის მთავრობები ცდილობენ ესპანელებში „გათქვიფონ“ კატალონელები, მაგრამ ამაოდ. როდესაც ნეაპოლის უნივერსიტეტის იუბილეზე დასასწრებაღ ბარსელონის უნივერსიტეტას წარმომადგენლები ჩავიდნენ, მასპინძელთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რომელიც ეტყობა, ვერ ერკვეოდა ესპანენთში შექმნილ ვითარებაში, კატალონელებს ესპანურ ენაზე მიმართა. იგი ფრიად გაოცებული დარჩა, როცა ბარსელონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ესპანურად კი არ უპასუხეს, არამედ იტალიურად.
„რეალისა“ და „ბარსელონას“ თითოეული მატჩი ამა თუ იმ ინცინდენტში გადაიზრდებოდა ხოლმე და პოლიციის გაძლიერებული რაზმების ჩარევას საჭიროებდა. „რეალის“ პატრონი სანტიაგო ბერნაბუე ყოველთვის დიდ ფულად ჯილდოს აღუთქვამდა თავის მოთამაშეებს „ბარსელონას“ დამარცხებისათვის, გადამწყვეტი როლი ამ დავაში მაინც „რეალის“ არგენტინელ-იტალიელმა „ლანდსკნეხტმა“ – დი სტეფანომ – შეასრულა. „ბარსელონას“ ლიდერმა ლუის სუარესმა კი მხოლოდ 1964 წელს გადაუხადა მას სამაგიერო და ისიც იტალიის ჩემპიონ „ინტერნაციონალეს“ შემადგენლობაში გამოსვლისას.
სანტიაგო ბერნაბეუმ არ დაიშურა ფული და სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი „ვარსკვლავებით“ თავისი კლუბი საგანგებოდ გაამაგრა. ვინ არ თამაშობდა აქ: ურუგვაელი ცენტრალური მცველი ხოსე სანტამარია რომელიც ევროპაში დარჩა 1954 წელს შვეიცარიაში გამართული მსოფლიო ჩემაიონატის შემდეგ, არგენტინელი მეკარე არაკისტაინი, არგენტინელი რიალი (№10), უფრო მოგვიანებით ბრაზილიელი დიდი და შვედი სიმონსონი. სიმონსონი „რეალს“ ვერ შერჩა არასაკმარისი სისწრაფის გამო, დიდიმ და კოპამ კი ვერ გაუძლეს დი სტეფანოსთან კონკურენციას აი რას წერდა დი სტეფანოს თამაშზე მისი დიდი მეტოქე რაიმონ კოპა:
„მსოფლიოში მრავალი გამოჩენილი ფეხბურთელია, მაგრამ თუ მათ შევაფასებთ 10 ბალიანი სისტეზით, იმ ელემენტების მიხედვით, რომლებისგანაც ფეხბურთი შედგება, პირველი ადგილი დი სტეფანოს ეკუთვნის. მე მას 10 ბალს ვაკუთვნებ კარში დარტყმისათვის, 8 ბალს – დრიბლინგისათვის, 7 ბალს – თავით თამაშისათვის, 10 ბალს თამაშში ორიენტაციისა და მოედნის ხედვისათვის – ესაა ექსტრა კლასის ფეხბურთელი, რომელიც ხშირად ღრმად იხევს უკან და მრავალსვლიან კომბინაციას იწყებს, რომელსაც ან თვით ამთავრებს, ან ბურთს აწვდის პარტნიორს. მას არ უყვარს, როცა პერსონალურად სდარაჯობენ, თუმცა არ უფრთხის მას“.
დი სტეფანო სპეციალური ვარჯიშის გარდა მისდევდა მძლეოსნობას, თამაშობდა კალათბურთს. ახალგაზრდა ფეხბურთელები, მისი რჩევით, ბევრს უნდა ზრუნავდნენ ტექნიკის სრულყოფაზე, ერიდებოდნენ სასმელს, რათა რაც შეიძლება მეტ ხანს შეინარჩუნონ ჭაბუკური ენთუზიაზმი და თამაშის ხალისი.
წლების მანძილზე დი სტეფანო აღიარებული იყო მსოფლიოში უძლიერეს ცენტრალურ თავგდამსხმელად. უფრო მეტიც, ფეხბურთის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ისტორიას არ ახსოვს მისი მსგავსი ცენტრფორვარდი. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემატური საკითხია, მაგრამ მის შესახებ კი არავინ დავობდა, რომ დი სტეფანო პროფესიული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო. სხვათა შორის, საკუთარი თავის ქებას არც თვით დი სტეფანო თაკილობდა. აი რა განაცხადა მან ერთ-ერთი მატჩის წინ ლონდონში: „ინგლისელი მაყურებელი მადრიდის „რეალის“ თამაშის საცქერად კი არ მოსულა, არამედ ჩემს სანახავად. განა ოპერაში მოსული მსმენელი ქოროს მომღერლებითაა დაინტერესებული? მას ხომ სოლისტი აინტერესებს!“ უნდა ითქვას, რომ აქ დი სტეფანო არ აჭარბებდა. წლების განმავლობაში „რეალის“ სულისჩამდგმელი სწორედ დი სტეფანო გახლდათ. საკმარისი იყო რაიმე მიზეზით მისი მოდუნება, რომ გუნდის საქმეები უკუღმა მიდიოდა.
პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო, რომელიც დი სტეფანომ მადრიდელებს მოუპოვა, „კოპა ლატინა“ („ლათინური თასი“) იყო. 1955 წელს პირველად გაიმართა ამ თასის გათამაშება ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და იტალიის უძლიერესი საკლუბო გუნდების მონაწილეობით. მძაფრი კონკურენციის დაძლევის შემდეგ „რეალი“ ფინალში გავიდა, სადაც დაამარცხა (2:1) საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი „სტად დე რეიმსი“ და თასიც მოიპოვა. 1957 წელს მან ეს ჯილდო შეინარჩუნა პორტუგალიის უძლიერესი კლუბის „ბენფიკას“ დამარცხების (1:0) შემდეგ.
„რეალისა“ და დი სტეფანოს ყველაზე დიდ წარმატებად მაინც ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ხუთგზის მოპოვება ითვლება, რაც დღემდე გადაულახავ რეკორდს წარმოადგენს. ამ შეჯიბრებაში ესპანეთის ჩებმპიონს უძლიერესი კლუბების წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლა. მან ძირითადად დი სტეფანოს დიდი ოსტატობისა და აგრეთვე მისი საუცხოო პარტნიორის ფრანცისკო-ჰექტორ ჰენტოს წყალობით შეძლო ამ ამოცანის მიღწევა, თუმცა არაერთხელ ესპანელები დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და თასის გათამაშების დატოვებაც კი მოელოდათ.
დი სტეფანოს „მარჯვენა ხელის“, მარცხენა გარემარბ ჰენტოს უპირველესი ღირსება დიდი სისწრაფე იყო. მოწინააღმდეგეს ყოველთვის უნდა გაეთვალისწინებინა მისი „რეაქტიულობა“. მინდვრის სიღრმიდან მიღებულ ბურთს ჰენტო მდიდარი ტექნიკის წყალობით ელვის სისწრაფით ამუშავებდა, ხოლო შემდეგ იწყებდა თავის ცნობილ რეიდს მეტოქის კარისაკენ. წლების განმავლობაში ჰენტო შიშის ზარს სცემდა მცველებს, მაგრა შემდგომში მას მოუნახეს „გასაღები“. დი სტეფანოსთან ბრძოლა კი უფრო ძნელი ამოცანა აღმოჩნდა.
1955 წლიდან დაიწყო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება, რომელიც მოკლე ხანში ყველაზე პოპულარული შეჯიბრება გახდა კონტინენტზე. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, როცა მისი მონაწილეები დაიცხრილნენ, 1956 წელს პარიზში გაიმართა ფინალური შეხვედრა თასის ორ ძირითად პრეტენდენტს „რეალსა“ და „სტად დე რეიმსს“ შორის. უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ დი სტეფანოს ბრწყინვალე თამაშმა საბოლოოდ გამარჯვება (4:3) ესპანელებს მოუტანა, რობლებიც თასის პირველი მფლობელები გახდნენ. ამასთან მათ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს − შეიძინეს „რეიმსის“ თავდასხმის ლიდერი კოპა, რაც ფაქტიურად ფრანგების კოლექტივის „განიარაღებას“ ნიშნავდა. მომდევნო წელს „რეალმა“ ისევ მიაღწია თასის მეორე გათამაშების ფინალამდე. სადაც მისი მეტოქე იყო იტალიის ჩემპიონი „ფიორენტინა“, ფლორენციის კლუბი მეტოქეს არც სიმდიდრით ჩამორჩებოდა და არც ნაყიდი „ვარსკვლავების“ რიცხვით. აქ თამაშობდნენ განთქმული მარჯვენა გარემარბი ბრაზილიელი ჟულინიო და არგენტინელი შუამარბი მიქელანჯელო მონტუორი. მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად იტალიელებს ფარ-ხმალის დაყრა მოუხდათ (0:2). ეს მატჩი მადრიდის „ჩამარტინის“ სტადიონზე გაიმართა. მესამე გათამაშების ფინალში იტალიის ახალმა ჩემპიონმა „მილანმა“ ბრიუსელში გამართულ მატჩში კინაღამ უსიამოვნება შეამთხვია თასის მფლობელს ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა და „რეალმა“ მხოლოდ მატჩის გაგრძელებისას ისევ დი სტეფანოს ოსტატობის წყალობით მიაღწია წარმატებას (3:2,. მომდევნო ორი წლის მანძილზე „რეალს“ თასის გათამაშებაში სასტიკ კონკურენციას უწეგდა „ბარსელონა“, რომელსაც ელეწიო ერერა ედგა სათავემი ერერა „ბარსელონას“ მეპატრონეს დაჰპირდა რომ თასს აუცილებლად წაართმევდა „რეალს“ და, როცა ეს ვერ მოახერხა, იძულებული გახდა ვადაზე ადრე დაეტოვებინა გუნდი. თასის მეოთხე გათამაშების ფინალში (1959 წ.), რომელიც შტუტგარტში (გფრ) გაიმართა, „რეალმა“ შედარებით იოლად სძლია ძველ მეტოქეს „რეიმსს“ (2:0). ამასთან კოპა „რეალში“ თამაშობდა. 1960 წელს „რეალმა“ მეხუთედ მოიპოვა ეს ჯილდო ფინალში გფრ-ის ჩემპიონ „აინტრაჰტის“ (ქ. ფრანკფურტი) დამარცხების შემდეგ. ეს შეხვედრა გლაზგოს უდიდეს სტადიონ „ჰემპდენ პარკში“ მოეწყო. იმავე 1960 წელს „რეალმა“ მონტევიდეოს „პენიაროლის“ დამარცხების შემდეგ (0:0 და 5:1) საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა. მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს. 1961 წელს დასრულდა „რეალის“ ჰეგემონიაც. ამასთან საყურადღებოა, რომ მადრიდელებს „სასიკვდილო ლახვარი“ სწორედ „ბარსელონამ“ ჩასცა. ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მეექვსე გათამაშებაში ერთმანეთს კენჭისყრამ „რეალი“, და „ბარსელონა“ შეახვედრა. პირველი მატჩი მადრიდში „რეალის“ უპირატესობის მიუხედავად ფრედ (2:2) დამთავრდა. მეორე შეხვედრის შედეგი კი ჭეშმარიტად სენსაციური აღმოჩნდა. თავისი ტემპერამენტიანი გულშემატკივრებისა და ინგლისელი მსაჯის დახმარებით „ბარსელონამ“ დამარცხება აგემა (2:1) ჩემპიონთა თასის მფლობელს და გავიდა ფინალში. ეს დი სტეფანოსა და მისი მეგობრებისათვის დასასრულის დასაწყისს უდრიდა. ბარსელონელი გულშემატკივრები ზეიმობდნენ, მაგრამ დროებით. ფინალურ მატჩში „ბარსელონა“ დაამარცხა (3:2) პორტუგალიის ჩემპიონმა „ბენფიკამ“ (ლისაბონი) და პირველად გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი.
1962 წელს „რეალი“ ერთხელ კიდევ გავიდა ფინალში, სადაც იგი კენჭისყრა სწორედ „ბენფიკას“ შეახვედრა. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ამსტერდამში დაინიშნა. უკვე საკმაოდ ხანში შესული დი სტეფანო უწინდებურად ვერ „სარდლობდა“ გუნდს, ჰენტოსაც ყავლი გაუვიდა. მან სისწრაფე ნაწილობრიგ დაკარგა გადაცემებსაც უწინდელი სიზუსტე აკლდა, მაგრამ ყველაზე ძალიან „რეალს“ მაინც მცველებმა უმტყუნეს. ოდესღაც თავისი კარის წინ „კედელივით აღმართული“ სანტამარია ახლა ამკარად ვერ უმკლავდებოდა „ბენფიკას“ შავ „ვარსკვლავს“ ეუსებიოს. უპირატესობა ამ მატჩში ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ ბოლოს გამარჯვება უფრო ახალგაზრდა და უფრო მტკიცე „ბენფიკას“ დარჩა (5:3). პორტუგალიის ჩემპიონის მწვრთნელმა, ცნობილმა უნგრელმა სპეციალისტმა ბელა გუტმანმა შეასრულა დანაპირები და თასი კიდევ ერთი წლით შეუნარჩუნა თავის კოლექტივს.
თასის მორიგი VIII გათამაშება „რეალის“ საშინელი კრახით დამთავრდა. მან პირველ შესარჩევ მატჩში თავის მოედანზე მიიღო ბრიუსელის „ანდერლეხტი“. მადრიდელებმა ღირსეულად არ შეაფასეს თავიანთი ახალგაზრდა და ენერგიული მეტოქეები ბელგიელები „რეალს“, მართალია, ოსტატობით ვერ შეედრებოდნენ, მაგრა სისწრაფეში აშკარად სჯობდნენ, რის შედეგადაც მიაღწიეს კიდეც საპატიო ფრეს (3:3). ბრიუსელში მადრიდელთა „მობერებული“ დაცვა ამკარად ვერ გაუმკლავდა მეტოქის სწრაფ ფორვარდებს ჟურიონსა და ვან ჰიმსტს. ამ მატჩში ჟურიონმა (ერთადერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა ევროპაში, რომელიც სათვალეებით თამაშობდა) გაიტანა ბურთი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და „რეალი“ დასაწყისიდანვე გამოეთიშა გათამაშებას. მაგრამ არც „ანდერლეხტის“ შემდგომი ხვედრი იყო სახარბიელო. მანაც დატოვა გათამაშება. „ბენფიკამ“ უკვე მესამედ მიაღწია ფინალს, მაგრამ აქ კი იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა „მილანთან“ (1:2). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი პირველად დარჩათ იტალიელებს.
თასის IX გათამაშება „რეალისათვის“, თავიდან კარგად წარიმართა. მან სძლია „გლაზგო რეინჯერსს“, ბუქარესტის „დინამოს“, გათამაშებიდან გამოიყვანა თასის მფლობელი „მილანიც“ (4:1 და 0:2). მიმომხილველთა აზრით „რივერა დი სტეფანოსთან შედარებით ბავშვივით თამაშობდა“. შემდეგ ესპანელებმა „ფკ ციურიხსაც" სძლიეს და გავიდნენ ფინალში. ამ ფინალისა და „ინტერნაციონალეს“ ტრიუმფის შესახებ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ დასაწყისში. ვენაში მატჩის დასასწრებად ჩამოსულმა 20 ათასმა იტალიელმა მაყურებელმა ყიჟინით დატოვა მოედანი.
ასე დასრულდა დი სტეფანოს მეშვიდე გაზოსვლა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში.
„რეალის“ შემადგენლობაში დიდ ხანს წარმატებით თამაშმა დი სტეფანოს დიდი სახელი მოუხვეჭა. იგი არაერთგზის იქნა შეყვანილი სხვადასხვა იდეალურ ნაკრებში.
1956 წლიდან ჟურნალი „ფრან ფუტბოლი“ ატარებს კონკურსს „ვინ არის ევროპის № 1 ფეხბურთელი?“ აქ ერთმანეთს მძაფრ კონკურენციას უწევდნენ დი სტეფანო და კოპა. 1957 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დი სტეფანო იქნა აღიარებული. 1958 წელს მსოფლიო ჩემპიონატში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ გამარჯვება კოპას დარჩა, მაგრამ 1960 წელს დი სტეფანომ კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება ამ კონკურსში (80 ხმით 42-ის წინააღმდეგ). ამ წელს ხომ მან თავისი დიდების ზენიტს მიაღწია. იგი შეუდარებელ „გოლეადორად"“ და „არმადორად“ (გამთამაშებლად) ითვლებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატები
რამდენადმე უფრო უიღბლო აღმოჩნდა დი სტეფანო მსოფლიო ჩემპიონატებში. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, „ფეხბურთელთა მეფედ“ წოდებულმა ალფრედომ თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ვერ მოახერხა ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ნაწილის ვერცერთ მატჩში. ადრე, როდესაც იგი არგენტინის ნაკრებში თამაშობდა (სულ დი სტეფანომ ამ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა), ომი ახალი დამთავრებული იყო და მსოფლიო პირველობისათვის არავის ეცალა. 1953 წლიდან, როდესაც დი სტეფანო ესპანეთში დასახლდა, მას ორი წლის განმავლობაში არ ჰქონდა აქაურ ნაკრებში თამაშის უფლებად როგორც „ნატურალიზებულ" უცხოელს. ასე გააცდინა „სენიორ კალჩიომ“ 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. 1956 წლის მსოფლიო ჩემპიონატში კი ესპანელებმა დიდი მარცხი განეცდეს, მათ ვერ შესძლეს შესარჩევ თამაშებში პირველი ადგილის დაკავება და შვედეთში გამგზავრების უფლება შოტლანდიელებს დაუთმეს.
ესპანელები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ მსოფლიოს მორიგი VII პირველობისათვის, რომელიც 1962 წელს ჩილიში გაიმართა. მათი მწვრთნელი პედრო ესკარტინი ხანგრძლივ საწვრთნელ შეკრებებს მართავდა გუნდის ძირითადი შემადგენლობის დასადგენად. იგი თავისი ფეხბურთელების მცირე დახასიათებებსაც წერდა დი სტეფანოს შესახებ მწვრთნელი შენიშნავდა, რომ მან უკვე დაკარგა სისწრაფე, თუმცა თამაშის გაგების თვალსაზრისით ცენტრალურ თავდამსხმელს ჯერ კიდევ არ ყავდა ბადალი და შეეძლო დიდი სამსახური გაეწია ესპანელთათვის. დი სტეფანოც გულმოდგინედ ემზადებოდა, რათა პირველად და უკანასკნელად ეცადა ბედი მსოფლიო ჩემპიონატში. მაგრამ ესკარტინის გეგმებსა და დი სტეფანოს ოცნებებს განხორციელება არ ეწერათ. ესკარტინი გწვრთნელის პოსტზე ელენიო ერერამ შეცვალა, დი სტეფანომ კი ტრავმა მიიღო და მისი მონაწილეობა ჩილის ასპარეზობაში საეჭვო გახდა.
ერერას „ძველი ანგარიშები“ ჰქონდა დი სტეფანოსთან. ადრე, როდესაც იგი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში, დი სტეფანო და „რეალის“ სხვა მოთამაშეები ვერაფრით ვერ შეირიგა. ამასთან ერერას კარგად ახსოვდა „ბარსელონას“ მუდმივი მარცხი „რეალთან“, ამ ასპარეზობებში დი სტეფანოს განსაკუთრებული როლი და ის განდევნაც, რომელიც მადრიდელებთან წაგებას მოჰყვა ამის შემდეგ ერერა მილანის „ინტერნაციონალეს“ მწვრთნელი გახდა, ხოლო ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელის პოსტზე მსოფლიო პირველობის წინ მისმა ხელახალმა მიწვევა საშუალება მისცა ჩილიში გამოეყვანა თავისი მოწაფე ლუის სუარესი, რომელიც იტალიაშიც თან წაიყვანა. სუარესი დი სტეფანოს სახიფათო მეტოქედ ითვლებოდა, როგორც ნაკრების „არმადორი“. ამასთან იგი „სენიორ კალჩიოზე“ ბევრად ახალგაზრდა იყო, ასე რომ, ერერას უკვე გაკეთებული ჰქონდა არჩევანი სუარესის სასარგებლოდ.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე დი სტეფანო „გამოჯანმრთელდა და სხვებთან ერთად ჩილიში გაემგზავრა. და აი, როდესაც ჩეხოსლოვაკელებთან პირველი შეხვედრის წინ ესპანელთა შემადგენლობა გამოცხადდა, დი სტეფანომ შეიტყო, რომ თავის ცხოვრებაში პირველად სათადარიგო მოთამაშეთა სკამზე ჯდომა მოუხდებოდა. მან გულში ჩაიკლა წყენა და მწვრთნელისათვის არაფერი უთქვამს (ეს მატჩი ესპანელების დამარცხებით დამთავრდა). მაგრამ, როდესაც მეორე მატჩის წინ ესპანელთა საბრძოლო შემადგენლობაში „ფეხბურთელთა მეფის“ ნაცვლად ისევ სუარესის მონაწილეობა იყო გათვალისწინებული, დი სტეფანომ ვეღარ მოითმინა და ერერას ჰკითხა:
– რატომ არ ვთამაშობ, რა არის ამის მიზეზი?
– როგორ ითაზაშებთ, თქვენ ხომ ტრავმა გაქვთ.
– რომელი ტრავმა, მე ხომ კარგა ხანია გამოვჯანმრთელდი.
– გთხოვთ, მომისმინოთ როდესაც არმია ბრძოლას იწყებსს ორი გენერლით, იგი აუცილებლად დამარცხდება. ასეთია ჩვენი მდგომარეობაც. გამიგეთ?!
ასე დამთავრდა დი სტეფანოს კარიერა ესპანეთის ნაკრებში, სადაც მან სულ 31 მატჩი ჩაატარა.
კარიერის გასასრული
1963 წლის 23 ოქტომბერს ინგლისის ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში დი სტეფანომ მონაწილეობა მიიღო როგორც ფიფა-ს ნაკრების კაპიტანმა. ინგლისელთა წინააღმდეგ „სენიორ კალჩიომ“ მაღალი ოსტატობით ითამაშა, მაგრამმ მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებისათვის, რომლებიც ამ მატჩს ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს, ცხადი გახდა, რომ ამ გამოჩენილი ფეხბურთელის' კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ეს მადრიდის „რეალის“ აღსასრულსაც ნიშნავდა.
ადრე „რეალის“ პატრონი სანტიაგო ბერნაბეუ არ მალავდა, რომ დი სტეფანოს ყიდვა იყო ყველაზე უფრო დიდი „კომერციული წაომატება“, რომელიც კი ოდესმე „რეალს“ ჰქონია. აი რას წერდა თვით დი სტეფანო: „იმ 800 ბურთიდან, რომელიც მე გავიტანე ჩემი კარიერის მანძილზე, 600 „რეალის“ მატჩზე მოდის, დანარჩენები კი გატანილი იქნა არგენტინისა. და ესპანეთის ნაკრებში თამაშისას, „რივერ პლატასა“ და: „მილიონარიოსში“ გამოსვლების დროს.“
დი სტეფანოს ხანში შესვლის შემდეგ. „რეალის“ კრახი შემთხვევითი მოვლენა როდი იყო. ეს გახლდათ იმ გუნდის. აღსასრული, რომელიც საკუთარი მოთამაშეების აღზრდაზე არ ზრუნავდა. მისთვის მთავარი იყო შემოსავლის მიღება. ამ საქმეს კი უცხოელი „ლანდსკნეხტები“ უკეთესად ემსახურებოდნენ.
ვენაში „ინტერნაციონალესთან“ დამარცხების შემდეგ დი სტეფანო ისევ თავის ძველ მტერ-მოყვარეს იტალიელთა მწვრთნელ ელენიო ერერას ესაუბრა მან თქვა, რომ დაიღალა ამდენი ხნის თამაშით და ახლა მწვრთნელობას. აპირებს. ერერამ მისთვის დამახასიათებელი ირონიით მიუგო, რონ ტყუილად ეძებს დი სტეფანო მწვრთნელობაში ხსნას რადგან ფეხბურთელობა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე მწვოთნელობა.