დოიჩი მიშელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დოიჩი მიშელ - (ფრ. Deutsc Michel). ფრანგი დრამატურგი, პოეტი და ესეისტი. დაიბადა 1948 წელს. გახლდათ ჯგუფ ყოველდღიური თეატრის წევრი.
მიშელ დოიჩმა განიცადა სტრუქტურალისტებისა და სემიოლოგების გავლენა (მ. ფუკო, რ. ბარტი, ჟ. ლაკანი). მის პიესებს: „El Sisisi“ (1986), „Sit venia verbo“ (1988) და სხვ. დგამდნენ რეჟისორები: ბრუნო ბაიენი, რობერ ჟირონე, ჟორჟ ლავოდონი.
დოიჩე პარიზის VIII უნივერსიტეტის პროფესორია.