დონჩოს ფარდა – იაპონური კაბუკის თეატრის მეორე ფარდა, რომელიც ჰიკიმაკუს ანუ ზოლებიანი ფარდის უკან ჰკიდია. შექმნილია მეტად ძვირფასი ქსოვილისაგან, მოქარგულია ოქროთი და ვერცხლით. იხსნება ქვემოდან ზემოთ. მას, როგორც წესი, თეატრს სჩუქნის ცალკეული პიროვნება ან რომელიმე ფირმა.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი