დრაიდენი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ დრაიდენი

ჯონ დრაიდენი – (ინგლ. John Dryden, 1631-1700), ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და კრიტიკოსი. დრაიდენის გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე იმდენად დიდი იყო, რომ ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში 1660-დან 1700 წლამდე პერიოდს „დრეიდენის ხანა“ უწოდეს. დრაიდენმა ინგლისურ ლიტერატურაში კლასიციზმის ესთეტიკის დამკვიდრებაში შეუწყო ხელი.

კომედიები: „შფოთიანი პეწენიკი“, „მეტოქე ქალბატონები“, პიესა „ინდიელების იმპერატორი, ანუ ესპანელების მიერ მექსიკის დაპყრობა“. „საიდუმლო სიყვარული, ანუ ქალწული-დედოფალი“. „გრანადის დაპყრობა ესპანელების მიერ“. ტრაგედია „აურანგზები“; ტრაგიკომედია „ესპანელი ბერი“. დრამები „ყველაფერი სიყვარულისთვის“, „დონ სებასტიანი“. კომედიები „მარტინ მეროლი, ანუ მოჩვენებითი უბიწოება“, „სიყვარულის საღამო, ანუ ყალბი ასტროლოგი“, „მოდური ქორწინება“ (და სხვ).

დრაიდენი მიჩნეულია „ინგლისური კრიტიკის მამად“. დიდ ყურადღებას უთმობდა დრამატურგიის საკითხებს („დრამატული პოეზიის გამოცდილება“), მხატვრულ შემოქმედებაში უპირატესობას ანიჭებდა რაციონალიზმს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები