დუმბარტონ ოუქსის ბიზანტინისტიკის ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუმბარტონ ოუქსის ბიზანტინისტიკის ცენტრი – ვაშინგტონის განაპირას, ჯორჯთაუნში მდებარე დუმბარტონ ოუქსი (Dumbarton Oaks) ბიზანტინისტიკის დარგში მსოფლიო მნიშვნელობის კვლევითი ცენტრია. Dumbarton Oaks-ის კოლექცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკელი დიპლომატების წრიდან გამოსულმა ამ სასახლის მფლობელმა ბლისების ოჯახმა (ისინი სასახლეს 1920 წლიდან ფლობდნენ), ბიზანტიური ხელოვნებისა და კოლუმბამდელი პერიოდის ხელოვნების არაერთ მნიშვნელოვან ნიმუშს ითვლის. ამჟამად მას ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო მართავს. ცენტრის ფონდებში დაცულია იერუსალიმური წარმომავლობის ერთი ქართული ხელნაწერი.


იხილე აგრეთვე

დუმბარტონ ოუქსის ბიზანტინისტიკის ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერი

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები