დურირუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დურირუ – ასეთი უცნაური სახელი შეურქმევიათ სოფელ ქვახვრელის (გორის რ.) მცხოვრებლებს მტკვრიდან გამოტანილი პატარა რუსათვის, რომელიც სოფელს ჩამოუდის მეორენაირად ამ არხს დუურუ ეწოდება თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას დურირუ-ს ახსნაში სამსახურის გაწევა შეეძლოს. არსებობს აღნიშნული ჰიდრონიმის კიდევ ერთი სახელწოდება – დური ტოტი, რომელსაც ასე თუ ისე შეუძლია ხელი შეგვიწყოს ამ მართლაც თავსატეხი სახელის ახსნა-განმარტებაში.

ჩვენი ფიქრით დურირუ-ს პირველი ფუძე დური დუური ანუ დუისური-სგან უნდა იყოს წარმომდგარი. -ურ კუთვნილების სუფიქსის დართვით წინამავალი -ის- მარცვალი ჩავარდნილა (საერთო წესის მიხედვით) და შედეგად დუ-ურ-ი („დუისური”) მიგვიღია. ჰიდრონიმი დურირუ||დუურუ (←*დუ-ის-ურ-რუ), მაშასადამე, უნდა გავიაზროთ როგორც „დუისური რუ (არხი)“, „მდინარის ტოტი, რომელიც ადგილ რუისიდან ყოფილა გამოყვანილი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები