დურღენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Anabasis.PNG

დურღენი - Anabasis Aphylla L. მიეკუთვნება ნაცარქათამასებრთა - Chvenopodiaceae-ს ოჯახს. დურღენი ნახევრადბუჩქნარია 70 სმ სიმაღლის ღეროთი, რომელიც ფუძესთან ყოველწლიურად კვდება. ტოტი დანაწევრებულია, დატოტვილი, ფოთლები მოკლე ქერცლის სახით, ყვავილები ტოტის ბოლოზეა შეკრებილი (თავთავისებრი ყვავილედის სახით), ნაყოფი წყლიანია. დურღენი ძლიერ შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდებს (ანაბაინი, ლუპინინი, აქსიფილინი), რომელიც პირველად 1910 წელს მიიღეს და უწოდეს ნეონიკოტინი (ნიკოტინის ანალოგიური თვისებების გამო).

ალკალოიდების მაქსიმალური რაოდენობა მცენარეში ვეგეტაციის პერიოდშია, ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგაც. ანაბაზინი ძირითადად ლოკალიზებულია ახალგაზრდა, პატარა მწვანე ტოტებში.

დურღენი გვხვდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ქვემო ვოლგისპირეთში, დასავლეთ ციმბირში, ყაზახეთში, ავსტრალიაში, ამერიკაში, აფრიკაში, მცენარეთა დაცვაში გამოიყენება დურღენის ნაყენი და ფხვნილი, რომელიც მზადდება ახალგაზრდა მწვანე ტოტებისაგან (წლების განმავლობაში მცენარეთა დაცვაში გამოყენებული იყო ქარხნული წესით დამზადებული ანაბაზინ-სულფატი). ნედლეული უნდა შეგროვდეს ყვავილობის დაწყებამდე.

ნაყენის დასამზადებლად 1 ლიტრ წყალზე იღებენ 80 გ გამომშრალ მწვანე ტოტებს, რომელსაც აჩერებენ 24 ან 6–12 საათის განმავლობაში, ადუღებენ 30-დან 60 წუთამდე, გამოწურავენ და ინახავენ კარგად თავდახურულ ჭურჭელში. შესასხურებლად 1 ლიტრ წყალზე იღებენ 100 მლ ნაყენს და ტუტეარეში გადასაყვანად უმატებენ 4—5 კგ სამეურნეო საპონს, რომელსაც იყენებენ კომბოსტოს თეთრელას, კომბოსტო ჩრჩილის, ვაშლის ჩრჩილის, ბუგრების, ტკიპების, ბაღლინჯოების წინაააღმდეგ. ფხვნილის დასამზადებლად კარგად გამომშრალ ნედლეულს იღებენ ფქვავენ ძალიან წმინდად, შემავსებლად იყენებენ: გზის მტვერს, ნაცარცარცს, კირს 1:5 შეფარდებით. ფხვნილი ეფექტურია ღიღველას, კომბოსტოს ჩრჩილისა და ბაღლინჯოების მატლების, სხვადასხვა ბუგრის, თრიფსების წინააღმდეგ, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებში 15—30 კგ /ჰა-ზე. ფხვნილი უნდა შევინახოთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, მშრალ ადგილას.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები