ევროპული ინტეგრაციის პოსტფუნქციონალისტური თეორია
ევროპული ინტეგრაციის პოსტფუნქციონალისტური თეორია – ევროპული ინეგრაციის და მმართველობის თეორია.
თეორიულ დებატებში ყველაზე ახალი წვლილი შეიტანეს ავტორებმა, რომლებიც მრავალ-დონიანი მმართველობის კონცეფციასთან ასოცირდებიან და რომლებიც საფუძველს ნეოფუნქციონალიზმისგან იღებენ. ლიზბეტ ჰუგმა და გარი მარკსმა ევროპული ინტეგრაციის პროცესში იდენტობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი იზიარებენ ინტერგავერნმენტალიზმისა და ნეოფუნქციონალიზმის ხედვებს, რომ ევროპული ინტეგრაციის განვითარებას ხელს უწყობს ხელისუფლების არსებული სტრუქტურებისა და ეფექტურობის თანხვედრის ნაკლებობა. თუმცა, აღნიშნული მკვლევარები ეწინააღმდეგებიან ინტერგავერნმენტალისტებისა და ნეოფუნქციონალისტების მოსაზრებას, რომ ამ პროცესის შედეგებს ფუნქციური წნეხი განსაზღვრავს. ამის ნაცვლად, ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი მათი არგუმენტის განუყოფელი ნაწილია და რომ ამ კონფლიქტისთვის ცენტრალური ადგილი თანამეგობრობის, თანამეგობრულ, გაზიარებულ, კოლექტიურ იდენტობებს (communal identities) უკავია. გარდა ამისა, ჰუგისა და მარკსის მიერ თეორიზების პროცესი სცილდება ინტერგავერნმენტალისტურ-ნეოფუნქციონალისტურ ვარიანტს, რომელიც გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს ეკონომიკურ ინტერესებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ფუნქციური წნეხები ერთი ნაწილია, მაგრამ მეორეა რეჟიმის შედეგები. მათი რწმენით, თანამეგობრობა და თვით მმართველობა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრშია გამოხატული და მობილიზებულია პოლიტიკური პარტიების მიერ, იურისდიქციული დიზაინის ცენტრში მდებარეობენ.