ელბორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელბორი – ზემაგარი მასალა ბორის სფალერიტული (ან კუბური) ნიტრიდის საფუძველზე. სიმაგრისა და სხვა მექანიკური მახასიათებლების მიხედვით ჰგავს ალმასს. გამოიყენება მრეწველობაში სახეხი და საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად. სავაჭრო მარკებია: ბორაზონი, კუბონიტი, კინგსონიტი, კიბორიტი.