ელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელე / ელჲა / ჲალა (ადიღ. Эллэ, Элля, Ялэ) – წმ. ილია წინასწარმეტყველი, ჭექა-ქუხილის მფარველი ღვთაება ჩერქეზულ მითოლოგიაში. როგორც ჩანს, ელე/ელჲა წარმართულ ღვთაება შიბლეს ჩაენაცვლა. ადიღები მას მიმართავდნენ ე. წ. „შიბლეუჯის“ დროს, როცა მეხნაკრავ ადამიანს ან ცხოველს მარხავდნენ. ელე/ელჲას ახსენებდნენ საწესო მსვლელობისას („ჰანცაგუაშა“).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ დახმარებისთვის მასვე უხმობდნენ ბრძოლის დროსაც. ისლამის მიღების შემდეგ შიბლესა და ელჲას ადგილს ალაჰი იკავებს.


ლიტერატურა

Шортанов А. Т. Адыгская мифология. Нальчик, 1982 Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Налшык-Мейкъуапэ. 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები