ელექტროქვესადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელექტროქვესადგური – ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა (ტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის გარდამქმნელები, გამანაწილებელი მოწყობილობები, სინქრონული კომპენსატორები, სტატიკური კონდენსატორები, მართვის მოწყობილობები და სხვა დამხმარე საშუალებები), რომლის დანიშნულებაა ერთი ძაბვის ელექტროენერგიის სხვა ძაბვის ელექტროენერგიად გარდაქმნა ტრანსფორმატორების ან ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელების მეშვეობით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) განაწილება.