ელინისტური სამეფოების არმიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელინისტური სამეფოების არმიები – ელინისტური სამეფოები ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიქმნენ და მათ სათავეში „დიადოხოსები“ ანუ ალექსანდრეს მემკვიდრე სარდლები ჩაუდგნენ. მათგან სამმა: ანტიგონე ცალთვალამ, სელევკოსმა და პტოლემაიოს ლაგიდმა მოახერხეს ყველაზე ძლიერი და ვრცელი სამეფოების შექმნა.

ელინისტური ეპოქა ცნობილია მაკედონიური სამეფოების: ეგვიპტის, სელევკიდების იმპერიისა და მაკედონიის გაუთავებელი ომებით. თუმცა იყენენ სხვა მეორეხარისხოვანი ელინისტური ქვეყნები, მაგალითად პონტო, ბითინია და პერგამონი. ასევე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კავშირები: ბეოტიის კავშირი, ეტოლიის კავშირი და აქაიის კავშირი. მოგვიანებით ელინისტური სამეფოები რომის რესპუბლიკას დაუპირისპირდნენ, რომელმაც ისინი მთლიანად დაიპყრო და თავის იმპერიას შეუერთა.

თავდაპირველად ელინისტური სამეფოების არმიებსა და ალექსანდრეს დროინდელ მაკედონურ ჯარს შორის განსხვავება თითქმის არ იყო. სელევკოსი, პტოლემაიოსი და ანტიგონე ისევ ფალანგად დაწყობილი მძიმე ქვეითების რაზმებით, მაკედონური კავალერიით, ტოქსოტუბით (მშვილდოსნები) და დროტიკების მსროლელებით იბრძოდნენ. თუმცა ერთი ცვლილება ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მაშინვე მოხდა, ეს იყო სპილოები.

პტოლემაიოს I-მა აფრიკული სპილოები აღჭურვა საბრძოლოდ, გაწვრთნა და ზედ მშვილდოსნები დასხა, სელევკოსმა ინდური სპილოები გამოიყენა. ანტიგონეს კი სპილოების იმხელა რაოდენობა არ ჰყოლია რამდენიც პტოლემაიოს და სელევკთსს, ეს იმით აისახება, რომ პტოლემაიოსის სამეფო აფრიკაში მდებარეობდა, სადაც უამრავი სპილო ბინადრობდა, სელევკოსი კი ინდოეთთან იყო ახლო და იქიდან ჩამოჰყავდა ეს უზარმაზარი ცხოველები. თუმცა როგორც ცნობილია, აფრიკული სპილო მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ძნელი გასაწვრთნელი გახლდათ, ინდურზე ღონიერი, მაღალი და გრძელეშვებიანი იყო.

პტოლემაიოსისა და სელევკოსის ბრძოლების დროს პტოლემაიოსმა სპილოებითაც აჯობა მეტოქეს და ქვეითი ჯარითაც, რადგან მან მაკედონელი ფალანგისტების გარდა მოახერხა ეგვიპტელების შეიარაღება სარისებით და მწყობრში ბრძოლაში გაწვრთნა, ამით რიცხობრივ უპირატესობა მოიპოვა და მტერი დაამარცხა.

ბიბლიის არაკანონიკურ წიგნში, მაკაბელთაში აღწერილია ეგვიპტისა და სირიის არმიების შეიარაღება, მათი სპილოების აღჭურვა და ამიტომ ეს წიგნი ისრაელის ისტორიის გარდა ცნობებს გვაწვდის ელინისტური სამყაროს ომების შესახებაც. მოგვიანებით ეგვიპტის არმიას უკვე ეგვიპტელები, ლიბიელები და ნუბიელები ავსებდნენ, აგრეთვე. კვიპროსისა და ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებნი. ზოგჯერ ეგვიპტელები ისეე იყენებდნენ ეტლებს მხოლოდ გაუმჯობესებულს და ბორბლებზე ცელებ დამაგრებულს, რითაც მტრის რიგების გარღვევა შეეძლოთ.

სელევკიდების ჯარი ბოლომდე მაკედონური სახისა იყო, მაგრამ პართიელებთან და მომთაბარე ტომებთად ომების შემდეგ სელევკიდმა მეფეებმა ჯარში „ჰიპო ტოქსოტები“ ანუ ცხენოსანი მშვილდოსნები ჩარიცხეს, ისინი მომთაბარე ცხენოსნებს თავიანთივე წესებით ებრძოდნენ. სელევკიდების ჯარში აგრეთვე იყო სპილოებისა და „კატაფრაქტების“ დანაყოფი (ძალიან მძიმედ აღჭურვილი მხედრები, რომლებიც უფრო შუბით იბრძოდნენ და შუასაუკუნეების რაინდის ძველ ანალოგს წარმოადგენდნენ). კატაფრაქტების გამოყენება ისწავლეს სხვა ელინისტური სამეფოების არმიებმაც. მხოლოდ მაკედონიის ჯარში არ მომხდარა ძირეული რეფორმები და ის ისევ ალექსანდრეს არმიის მსგავსი რჩებოდა. ბიბლიის ტექსტებში ძირითადად ეგვიპტისა და სირიის ელინისტური სამეფოები დომინირებს, რადგან ისინი ესაზღვრებოდნენ ისრაელს და ამ ტერიტორიის გამო ხშირად „ჰქონდათ ერთმანეთთან დაპირისპირება.

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები