ენგელ ერიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ერიხ ენგელ – (გერმ. Erich Gustav Otto Engel, 1891-1966), გერმანელი მსახიობი და რეჟისორი. დასაწყისში იყო მსახიობი ბერლინის თეატრისა „პატარა თეატრი ცაცხვების ქვეშ“. 1918-22 წწ. მუშაობს რეჟისორად თეატრში „კამერშპილე“. აქ იგი დგამს ექსპრესიონისტების ანტიმილიტარისტული პიესებს. 1922-24 წწ. მუშაობს რეჟისორად მიუნჰენის „შტაატს-თეატრში“. მის შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა ბ. ბრეხტთან დაახლოებამ და მისი პიესების დადგმამ. იგი მიისწრაფვის შექმნას „ფილოსოფიური თეატრი“, „აზრის თეატრი“. ე. პისკატორთან და ბრეხტთან ერთად, ხდება „ეპიკური თეატრის“ პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი. ბრეხტის ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ, მასთან და ე. ვაიგელთან ერთად ქმნის „ბერლინერ ანსამბლს“. აღიარებულია ბრეხტის პიესების საუკეთესო დამდგმელად.