ენდოლარინგეალური ტრავმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენდოლარინგეალური ტრავმები — ასეთი ტრავმები, ქიმიური და თერმული დამწვრობები რომ არ ჩავთვალოთ, ინტუბაციის შედეგად ვითარდება. ზოგჯერ, ხანმოკლე ინტუბაციაც იწვევს ხორხის ლორწოვანი გარსის ახალწარმონაქმნს: პოლიპს, გრანულომას.

სასწრაფო ინტუბაციის დროს, როდესაც ეს მანიპულაცია ექსტრემალურ პირობებში ხორციელდება, დაზიანებები შესაძლოა უფრო სერიოზული იყოს:

— სტენოზი;
— ციცხვისებრი ხრტილების ანკილოზი (სახსრის ამოვარდნის გამო);
— ხორხის პარეზი;

ხორხის ქსოვილი საკმაოდ ნაზი გახლავთ და ამიტომ ინტუბაციის დროს სასურველია:

— ხორხის კარგი ექსპოზიცია – ვიზუალიზაცია;
— ხორხის ზომის მიხედვით სწორად ადაპტირებული საინტუბაციო მილის შერჩევა;
— სიფრთხილე ინტუბაციის დროს;
— რეინტუბაციის თავიდან აცილება;
NOTA BENE
  • პოსტინტუბაციური დისფონიის დროს, საჭიროა ლარინგოსკოპია;
  • პოსტინტუბაციური დისპნოეს დროს (თუნდაც მოგვიანებით განვითარდეს), აუცილებელია პაციენტის სასწრაფო ლარინგოსკოპია და მდგომარეობის შეფასება, რადგანაც შეიძლება უეცრად სუნთქვის მწვავე უკმარისობა განვითარდეს;
  • ხორხის მიდამოს პათოლოგიის აღმოჩენის დროს, არ უნდა შევწყვიტოთ ტრაქეის დათვალიერება, რადგანაც ხორხის და ტრაქეის დაზიანება ხშირად ერთდროულად ვითარდება;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები