ენტორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენტორია(რომ.) იტალიელი გლეხის, იკარიუსის ასული, რომელიც ოქროს ხანაში ცხოვრობდა.

ერთხელ, ნათესთა ღვთაება სატურნუსი ეწვია იკარიუსს, იხილა მისი ასული ენტორია და შეიყვარა. ენტორიამ ოთხი ღვთაებრივი ძე შვა: იანუსი, გიმნოსი, ფაუსტუსი და ფელიქსი. სატურნუსმა გლეხს მევენახეობისა და მეღვინეობის საიდუმლოებანი გაანდო. ერთხელ, იკარიუსი მეზობლებს ღვინით გაუმასპინძლდა. ისინი დათვრნენ, იფიქრეს, რომ მოწამლულები იყვნენ, განრისხდნენ და იკარიუსი ქვებით ჩაქოლეს.

ვარაუდობენ, რომ ეს ლეგენდა შეიქმნა ძვ.წ. III საუკუნეში, როდესაც რომში სატურნიუსის ტაძარს აგებდნენ. მაშინ იტალიაში მომსვრელი სენი მძვინვარებდა. ეს ეპიდემია ორაკულმა სატურნიუსის მრისხანებით ახსნა და კაპიტოლიუმის მისადგომებთან მისი სახელობის ტაძრის აგება ბრძანა. ტაძრის სამსხვერპლოზე იკარიუსის ოთხი ბადიშის გამოსახულება უნდა ყოფილიყო, ხოლო წლის ერთ თვეს იანუსის პატივსაცემად, მისი სახელი უნდა რქმეოდა. სატურნიუსმა ცად აღაზევა იკარიუსი და მისი შვილიშვილები და მნათობთა შორის მოათავსა. ეს ლეგენდა ერიგონესა და იკარიუსის მითის რომაული ვარიანტია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები