ერექციული აშლილობა მამაკაცებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერექციული აშლილობა მამაკაცებში - ერექციული აშლილობის დროს შეუძლებელია ერექციის მიღწევა ან მისი საკმარისი დროით შენარჩუნება სქესობრივი აქტის დასრულებამდე. ეს შეიძლება მოხდეს პირველივე აქტის დროს (პირველადი ერექციული დისფუნქცია) ან განვითარდეს ნორმალური ფუნქციონირების პერიოდის მერე (მეორადი დისფუნქცია). ნაადრევი ეაკულაციისაგან განსხვავებით ერექციული აშლილობა უფრო ხშირად გვხდება ასაკოვან მამაკაცებში.

სარჩევი

მიზეზები

პირველადი დისფუნქცია შეიძლება აღმოცენდეს სუსტი სექსუალური ლტოლვისა და სექსუალურ აქტთან დაკავშირებული შფოთვის კომბინაციის შედეგად. მეორადი დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს სექსუალური დრაივის შესუსტება საშუალო ასაკის ან ხანდაზმულ მამაკაცებში, ინტერესის დაკარგვა სექსუალური პარტნიორის მიმართ, შფოთვა, დეპრესიული აშლილობა, ორგანული დაავადება და მისი მკურნალობა. ითვლება, რომ პენისის ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების მოშლა ერექციული დისფუნქციის მნიშვნელოვანი მიზეზია და ზოგიერთ ფიზიკურ დაავადებასთან (დიაბეტი, პერიფერიული ვასკულური დაავადება) არის ასოცირებული.

გამოკვლევა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოკვლევის შემდეგი ასპექტები:

  • აღინიშნებოდა თუ არა ნორმალური ფუნქციონირება წინა პერიოდში? ერექციული აშლილობა შეიძლება დროებით
  • მოვლენას წარმოადგენდეს, რომელიც თავს იჩენს სტრესის დროს ან პარტნიორის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში.
  • აღინიშნება თუ არა ერექციული დისფუნქცია ერთზე მეტ პარტნიორთან ურთიერთობისას?
  • აღინიშნება თუ არა ერექცია ეროტიკული სტიმულაციის (სასიყვარულო თამაშების) დროს?
  • აღინიშნება თუ არა ერექცია გაღვიძებისას ან მასტურბაციის შედეგად? დადებითი პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ერექციის დისფუნქცია უფრო ფსიქოლოგიური მიზეზითაა გამოწვეული.
  • აღინიშნება თუ არა ალკოჰოლ ან ნარკომოხმარება? (ჰკითხეთ პაციენტს და მის პარტნიორს).
  • ხომ არ არის დისფუნქცია გამოწვეული მედიკამენტების მიღებით?

მკურნალობა

მკურნალობა უნდა ჩატარდეს ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიც, პოტენციურად, მკურნალობას ექვემდებარება. ფსიქოლოგიური მიზეზების არსებობისას ნაჩვენებია კოგნიტური ან ფსიქოდინამიკური თერაპიის ჩატარება, თუმცა, დროდადრო რეციდივები შეიძლება განმეორდეს.

ვასკულური და ნეიროგენული მიზეზების მკურნალობა

არსებობს ვასკულური ან ნეიროგენული პათოლოგიებით (მათ შორის დიაბეტის მიმართ მეორადი პათოლოგიებით) გამოწვეული იმპოტენციის მკურნალობის რამდენიმე სახე. ეს მეთოდებია: მედიკამენტები, ვაკუუმის აპარატი, ვასკულური პათოლოგიების ქირურგიული კორექცია და პენისის პროთეზი.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები