ერისთავი მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ ერისთავი

ერისთავი მარიამ – (?-1859), პოეტი. მისი ლექსები ყურადღებას იპყრობს მუსიკალობით, სიწრფელით, ჰუმანურობით. აღსანიშნავია ისტორიულ-პატრიოტული ლექსი „იკორთა“, რომელშიც ხოტბით მოიხსენიება საქართველოს გმირული წარსული, ქართველ მებრძოლთა თავდადება, გაისმის სამშობლოსთვის თავგანწირვის მოწოდება. მასვე ეკუთვნის ე. წ. „შესხმანი“ (გამოუქვეყნებელია). გაულექსავს ჯიუსტინიანის „მარიამი გოლგოთაზე“. პოეტის თხზულებები, რომლებსაც დიდ შეფასებას აძლევდნენ თანამედროვენი (კოლხიდელი, გ. ორბელიანი, პ. უმიკაშვილი), ქვეყნდებოდა „ცისკარში“ მისი გარდაცვალების შემდეგ.




ლიტერატურა

  • ლ. ნანიტაშვილი, ჟურნალ „ცისკრის“ პოეტები, 1967.[[1]]

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები