ერისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

ერისი. თეფშის ფერწერა (ძვ.წ. 550-545 წ.წ.), ბერლინი, ანტიკურობის მუზეუმი
ერისი – (ბერძნ.) „განხეთქილება“. განხეთქილებისა და შუღლის ქალღმერთი. არესის და და თანამგზავრი. ნიქსის ასული.
რომაულ მითოსში მისი სახელია დისკორდია. ერისთან დაკავშირებული საქვეყნოდ აღიარებული მითოსი ცნობილია სახელწოდებით: „განხეთქილების ვაშლი“. ამ ვერაგულმა ძღვენმა ტროას ომი გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა ტროას დამხობა.
საბერძნეთში ერისის კულტი არ არსებობდა.