ერუშეთის მთიანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერუშეთის მთიანეთი, (ერუშეთის მასივი) – ტექტონიკურ-ვულკანური მთიანეთი სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის დასავლეთ ნაწილში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. ვრცელდება თურქეთის ტერიტორიაზეც. მთიანეთის დასავლეთ ნაწილში შემოდის ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები.

ერუშეთის მთიანეთი აგებულია ნეოგენური გოდერძის წყებით – ლავებითა და ტუფებით. ლავათა შემადგენლობა ცვალებადობს ბაზალტიდან ანდეზიტ-დაციტამდე. უმაღლესი მწვერვალია გუმბათი (2963 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მაღალი მთები – შაბანიბელი, ვანისმთა და შუაკარავი. ერუშეთის მთიანეთი დანაწევრებულია მტკვრის მარცხენა შენაკადების ხეობებით. 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია შერეული ტყით, თხემური ზონა სუბალპური და ალპური მდელოებსა და მდელო-სტეპებს უკავია. (ლ. მარუაშვილი)


წყარო

ქართული ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები