ეფექტიანი მოთხოვნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფექტიანი მოთხოვნა (effective demand), ერთობლივი მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, უზრუნველყოფილი მათი შეძენისთვის საჭირო რესურსებით.იგი განსხვავდება პოტენციური მოთხოვნისაგან, რომელიც უკავშირდება საქონლისა და მომსახურების შეძენის სურვილს, მაგრამ არ არის უზრუნველყოფილი მათი შეძენისთვის საჭირო რესურსებით და ამიტომ არ შეიძლება ფასების მექანიზმის მეშვეობით დაყვანილი იქნეს მომხმარებლამდე. ასეთი დაყოფა მნიშვნელოვანია იმით რომ, ვინაიდან ფასების მექანიზმი არ იძლევა სიგნალს პოტენციური მოთხოვნის შესახებ, ამიტომ საბაზრო ეკონომიკაში შეიძლება წარმოიქმნას უწონასწორობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები