პუტიატინი ეფიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეფიმ პუტიატინი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეფიმ პუტიატინი

ეფიმ პუტიატინი – (რუს. Путятин, Евфимий Васильевич, 1803-83), რუსეთის ადმირალი და დიპლომატი.

1842 კონტრ-ადმირალის ჩინით უწევდა ხელმძღვანელობას რუსეთის დიპლომატიურ მისიას ირანში, სადაც მიაღწია ირანის სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეექმნა დაბრკოლება რუსეთის ვაჭრობისათვის კასპიის ტერიტორიაზე და დაემყარებინა რეგულარული საზღვაო შეტყობინებები ირანსა და რუსეთს შორის.
1852-55 მიიღო მონაწილეობა შორეული აღმოსავლეთის ექსპედიციაში, ხელმძღვანელობდა რუსეთის მისიას იაპონიასთან დიპლომატიურ და სავაჭრო კავშირების დასამყარებლად. იაპონიის მთავრობა სხვადასხვა საბაბით ყოველნაირად აჭიანურებდა შეთანხმების დადებას რუსეთთან. იაპონიის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკების დროს იყო ტაქტიანი, მკაცრად იცავდა იაპონურ დიპლომატიურ ცერემონიალს, არ მიმართავდა მუქარას და მიაღწია იაპონიის მთავრობასთან წინასწარ შეთანხმებას, რომ რუსეთი იაპონიაში მიიღებდა კეთილსასურველი ერის უფლებებს. 7.II.1855 ხელი მოაწერა იაპონიის რწმუნებულებთან პირველ რუსულ-იაპონურ ხელშეკრულებას.
1855-57 იყო საზღვაო-სამხედრო ატაშე ლონდონსა და პარიზში;
1857 ინგლის-საფრანგეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით ჩინეთში, განსაკუთრებული უფლებამოსილებით წარგზავნილი იყო პეკინში.
1858 წლის ივნისში ხელი მოაწერა ტიანძინის რუსეთ-ჩინეთის ტრაქტატს, ხოლო 1858 წლის აგვისტოში, მეორე რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულებას.
დიპლომატიური მოღვაწეობა დაამთავრა ლონდონში, სადაც 1858-დან 1861-მდე იყო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ატაშე;
1861 – სახალხო განათლების მინისტრი,
1861-დან – სახელმწიფო საბჭოს წევრი.


იხილე აგრეთვე

პუტიატინის მისია 1857-58

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები