პუტიატინის მისია 1857-58
პუტიატინის მისია 1857-58 – რუსეთის დიპლომატი ეფიმ პუტიატინი გაგზავნილ იქნა რუსეთის მთავრობის მიერ ჩინეთში ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკითხების დასარეგულირებლად. პუტიატინის მისიის უპირველესი მიზანი იყო, იურიდიულად გაეფორმებინა ცინის მთავრობასთან ამურისა და პრიმორიეს მარცხენა ნაპირის რუსეთისადმი კუთვნილების ფაქტი.
პუტიატინი, მისიის ხელმძღვანელი, ცინის მთავრობამ არ შეუშვა პეკინში და ამიტომ 1857 მისია ჩავიდა სიან განში (ჰონკონგში), სადაც ამ დროს იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ის წარმომადგენლები. მისიამ კატეგორიული უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის წინადადებაზე, რომ ერთობლივი ულტიმატუმით გამოსულიყვნენ ცინის მთავრობის წინააღმდეგ. რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები არ ითვალისწინებს ულტიმატუმის ენასო.
1857 წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საომარი მოქმედებები ჩრდილოეთ ჩინეთში გადაიტანეს. ცინის მთავრობას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ამ სახელმწიფოთა აგრესიისათვის და ამიტომ მან რუსეთს მიმართა თხოვნით, ეშუამდგომლა დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. ამ დროს, ჩინეთისათვის საჭირო იყო რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება და ამიტომ ცინის მთავრობამ პუტიატინის მისია პეკინში მიიწვია, სადაც გაფორმდა კიდეც 1(13).VI.1858 რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულება. პუტიატინი დაჰპირდა ჩინეთის მხარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მზად იყო მოემარაგებინა ცინის მთავრობის ჯარები იარაღით, ასევე რუსეთი არ გამორიცხავდა სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნასაც. პუტიატინის მისიამ დიდი მნიშვნელობა იქონია რუსეთ-ჩინეთის დაახლოებაში.
იხილე აგრეთვე
რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონფერენციები