ექი ბაღანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექი ბაღანა (ბალყ.-ყარაჩ. Эки багъана – „ორი ბოძი“) – ბალყარულ-ყარაჩულ საქორწილო წეს-ჩვეულებებში შემავალი საწესო თამაშის ნაირსახეობა: ორ მაღალ ბოძს შორის გაჭიმულ თოკის შუა ნაწილზე მანდილს, ხელსახოცს, წინსაფარს, ქუდს, სარკეს, ხელთათმანს, სავარცხელს და სხვა საქალებო ნივთებს კიდებდნენ. ბრძანების გაცემისთანავე ორი ვაჟი ბოძების თავზებზე უნდა ამძვრალიყო; თოკზე ჩამოკიდებულებს საჩუქრებისკენ უნდა ემოძრავათ, თითო ნივთი უნდა ჩამოეხსნათ და სასურველი ქალიშვილებისთვის მიერთმიათ.


ლიტერატურა

Кудаев М. Ч. Танцевальный этикет и условные знаки карачаево-балкарской хореографии // Библиотека „Минги Тау“, № 3. Нальчик, 2009.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები