ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები
ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები - (exterritorial organizations and bodies), მოიცავს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი სპეციალიზებული დანაყოფები, რეგიონული ორგანოები და ა.შ., ევროკავშირი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, არაბული სახელმწიფოების ლიგა, საბაჟო თანამშრომლობის საბჭო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია, აფრიკული ერთიანობის ორგანიზაცია და სხვ. რაც შეეხება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საელჩოებს, ისინი გაეროს სსდკ-ის მიხედვით კლასიფიცირებულია ქვეჯგუფში - „უცხოური საქმეები”. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სახელმწიფო მმართველობაში შედის. ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები გაეროს სსდკ-ში ცალკე განყოფილებად შედის.