ვავილოვი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი ვავილოვი

სერგეი ვავილოვი – (რუს. Серге́й Ива́нович Вави́лов, 1891 - 1951), საბჭოთა მეცნიერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიკროოპტიკას, იყო გამოჩენილი ფიზიკოსის პ. ლაზარევის და სინათლის წნევის აღმომჩენის პ. ლებედევის მოწაფე, რომლის ხელმძღვანელობითაც დაიწყო მეცნიერული მოღვაწეობა.

ვავილოვის გამოკვლევების ძირითადი მიმართულება იყო მანამდე უცნობი ლუმინესცენციის მოვლენა. დაუღალავმა და ხანგრძლივმა ცდებმა მეცნიერი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ როგორც გარემო, რომელშიც გადის სინათლე, ისევე სინათლის წყაროც ერთმანეთზე გავლენას ახდენენ, ე. ი. სინათლე ცვლის გარემოს ოპტიკურ თვისებებს. გარემო კი ანალოგიურად მოქმედებს სინათლის წყაროზე. ეს დასკვნა, სხვა გამოკვლევებთან ერთად, საფუძვლად დაედო ვავილოვის მიერ შექმნილ სითხეების ლუმინესცენციური ნათების თეორიას. ლუმინესცენციის გარდა ვავილოვმა ჩაატარა გამოკვლევების ციკლი სინათლის კვანტურ თვისებებზე. ამ დარგში უკუაგდო გაბატონებული აზრი, თითქოს მატერია რაღაც ერთ პირობებში ამჟღავნებს მხოლოდ ტალღურ ბუნებას, სხვა პირობებში კი – მხოლოდ კორპუსკულარულს. თავისი შეხედულებები ამ თემაზე ჩამოაყალიბა ნაშრომში „სინათლის მიკროსტრუქტურა“.

ვავილოვის ცდებმა აჩვენეს, რომ სინათლეს აქვს როგორც ტალღური, ისე კორპუსკულარული თვისებები. ამ მტკიცებამ დიდი როლი ითამაშა, რადგანაც უარყო ჰიუგენსისა და ნიუტონის დროიდან არსებულ კამათს ამ თემაზე.

ვავილოვის შრომების შედეგად ლუმინესცენციაში დამუშავდა „დღის“ სინათლის ნათურების წარმოების ტექნოლოგია. ვავილოვის გამოკვლევებმა ხელი შეუწყო ახალი ანალიზის მეთოდის, ე. წ. ლუმინესცენციური ანალიზის შექმნას. ამ ანალიზმა გამოყენება პოვა როგორც მეცნიერებაში, ისე ტექნიკაში. ვავილოვის ზოგიერთი ნაშრომის შედეგი გამოიყენება ბიოლოგიაში თვალის მუშაობის გამოკვლევებისას. გარდა ამისა ვავილოვი მუშაობდა ველის თეორიაში და მასისა და ენერგიის საკითხებზე. ბევრ ნაშრომში იცავდა აზრს, რომ ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს მატერიის განსაკუთრებულ ფორმას.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები