ვაკაშუუ-კაბუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაკაშუუ-კაბუკი – გრძელთმიან ლამაზ ჭაბუკებისგან შემდგარი დასი იაპონური კაბუკის თეატრში. ფართოდ გავრცელდა 1629 წლიდან, მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ აკრძალა ონნა-კაბუკის (ქალთა კაბუკი) წარმოდგენები მეტისმეტი ეროტიულობის გამო. ვაკაშუუ-კაბუკის წარმოდგენებში უპირატესობა ეძლეოდა სიმღერა-ცეკვას. 1652 წ. ვაკაშუუ-კაბუკიც აიკრძალა იმის გამო, რომ ხელს უწყობდა ჰოსექსუალიზმის გავრცელებას.