ვალე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალექალაქი (1962 წლიდან) საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1000-1240 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 12 კმ მანძილზე.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 5.5 ათ. კაცი (2014). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. სოფლის მიდამოებშია ახალციხის მურა ნახშირის საბადო. დღეს საბადო არ ფუნქციონირებს. ქალაქში დგას სამნავიანი ბაზილიკური ეკლესია (XVI ს.).

თქმულება

ერთ მონადირეს აბასთუმნის გზით ტყეზე გამოუვლია. შუაგულ ტყეში ეკლესია უნახავს. უვლის ამ ეკლესიას გარშემო, უნდა რომ რამე შესწიროს, მაგრამ თან არაფერი აქვს. ბოლოს, ამოუღია ორი მარცვალი, მოუბნევია და უთქვამს: შენთვის მომივალებიაო.

ერთი წლის შემდეგ მონადირემ მოაკითხა ეკლესიას და ხედავს, მის ირგვლივ პურის ყანაა გაზრდილი. მოეწონა მონადირეს ეს ადგილები, ხალხმაც გაიგო, დასახლდა და ასე გაჩნდა სოფელი ვალე მონადირის ნათქვამზე, „შენთვის მომივალებიაო“. ეს ეკლესია კი ირქის ეკლესია იყო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები