ვალუტის კალათა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალუტის კალათა - (currency basket), ეროვნული ვალუტების ნაკრები, რომელსაც იყენებენ უცხოური ვალუტების კოტირებისას ეროვნული ან საერთაშორისო კოლექტიური ვალუტების კურსის განსაზღვრისათვის, რაც ვალუტების მსყიდველობითი უნარისა და გაცვლის საერთო ეკონომიკური პირობების გავლენის გათვალისწინების საშუალებას იძლევა.