ვანთების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანთების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიჩბისის სამხრეთით 2 კილომეტრზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ვანთების ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,6X10,8 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია – კედლები ზოგან საძირკვლამდეა დანგრეული.

სამივე ეკლესიას აღმოსავლეთით მართკუთხედში ჩახაზული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შუა ეკლესია (სიგ. 3,3 მ) გვერდით ეკლესიებთან (ჩრდილოეთ ეკლესიის სიგანე 2,3 მ; სამხრეთ ეკლესიისა 2,6 მ) შედარებით განიერია. მის აფსიდში შემორჩენილია ერთი სარკმელი, ხოლო დარბაზის ჩრდილოეთ კედელთან – ორი პილასტრი.შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებს თითო კარით უკავშორდებოდა. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები