ვანტური ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსული ხიდი

ვანტური ხიდიდაკიდებული ხიდის სახეობა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი პილონისაგან, შეერთებული ხიდის ვაკისთან ფოლადის ბაგირებითვანტებით.

ვიადუკ მიიოს ხიდი

დაკიდებული ხიდისაგან განსხვავებით, რომელშიც ვაკისს იჭერს ვერტიკალური ბაგირები მიმაგრებული პილონებს შორის გაჭიმულ ძირითად ბაგირზე, ვანტური ხიდის ბაგირები (ვანტები) დახრილადაა შეერთებული უშუალოდ პილონებთან. ასეთი ხიდების დიდი უპირატესობაა მალის ნაშენის უძრაობა, რაც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებული იქნას სარკინიგზო ტრანსპორტისათვის. პირველი თანამედროვე ვანტური ხიდი აგებული იქნა 1956 წ. სტრომსუნდში (შვედეთი). ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდმალიანი ვანტური ხიდია „რუსული ხიდი“ აღმოსავლეთ ბოსფორის სრუტეზე (რუსეთის ფედერაცია) სიგრძით 1104 მ, რომელსაც 2 პილონი იჭერს, ხოლო ყველაზე მაღალი პილონი (343 მ) აქვს ვანტურ ვიადუკ მიიოს (საფრანგეთი), რომლის საერთო სიგრძეა 2460 მ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები