ვან სენტ გას გრინი (უმცროსი)
გას გრინ ვან სენტ-უმცროსი – ამერიკელი რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი და მუსიკოსი (დაიბადა 1952 წლის 24 ივლისს ქ. ლუისვილში, კენტუკის შტატი, აშშ).
ვან სენტი კარიერას იწყებდა როგორც ამერიკული დამოუკიდებელი და ქვირ-კინოს (სექსუალური უმცირესობების თემის გაშუქება) წარმომადგენელი, მაგრამ შემდეგ იღებდა ფართო აუდიტორიაზე გათვლილ მსხვილბიუჯეტიან ჰოლივუდურ ფილმებს. არის „ოქროს პალმის რტოს” ლაურეატი ფილმისთვის „სპილო” (2003 წელი), ორგზის ნომინანტი პრემია „ოსკარზე”, როგორც საუკეთესო რეჟისორი ფილმებისთვის „ჭკვიანი უილ ჰანთინგი” და „ჰარვიმილქი”.
განათლება მიიღო როდ-აილენდის სამხატვრო სკოლაში, სადაც სწავლობდა ხატვისა და კინოს სპეციალობით. აქვე გაიტაცა მუსიკის შეთხზვამ.
თავისი კინოკარიერის დასაწყისში ვან სენტი მუშაობდა ასისტენტად როჯერ ქორმანთან და გატაცებული იყო სთენლი ქუბრიკის შემოქმედებით. მისი, როგორც რეჟისორისა და სცენარისტის დებიუტი შედგა 1985 წელს შავ-თეთრი დრამით „ცუდი ღამე”. ფილმმა, რომელიც საკუთარი ფულით გადაიღო (სულ 25 000 დოლარი) ვან სენტი საკულტო რეჟისორად აქცია. პირველი დიდი წარმატება რეჟისორს მოუტანა 1989 წელს გადაღებულმა ფილმმა „აფთიაქის ქოვბოი”.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1985 – „ცუდი ღამე”
- 1989 – „აფთიაქის ქოვბოი” (ბერლინის სკფ, მხატვრული კინოს ევროპული კონფედერაციის პრიზი (პროგრამა „ფორუმი”)
- 1991 – „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო”
- 1997 – „ჭკვიანი უილ ჰანთინგი”
- 1998 – „ფსიქო” (პრემია „ოქროს ჟოლო” ყველაზე ცუდი რეჟისორის კატეგორიაში)
- 2000 – „ვიპოვოთ ფორესთერი” (ბერლინის სკფ, გერმანული ართ-ჰაუსის გილდიის პრიზი)
- 2002 – „ჯერი”
- 2003 – „სპილო” (კანის სკფ, „ოქროს პალმის რტო” საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს)
- 2005 – „უკანასკნელი დღეები”
- 2007 – „პარანოიდ-პარკი” (კანის სკფ, საიუბილეო პრიზი)
- 2008 – „ჰარვი მილქი”
- 2011 – „არ დანებდე”
- 2012 – „ჩემი პირად რივერი”
- 2015 – “„ხეთა ზღვა
- 2018 – „არ აღელდე, შორს ვერ წავა”
და სხვ.