ვასილ ყუშიტაშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონი (ავჭალა); მთის ფერდობიდან შემოსავლელ გზამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე ნ. ვაჩნაძის სახელი ერქვა. 60-იან წლებში ვასილ ყუშიტაშვილის სახელი ეწოდა.
წყარო
ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები