ვაშაკიძე ტარასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარასი ვაშაკიძე

ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე - (8.VI.1876 - 26.II.1937) - გენერალი.

1895 წელს დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. შტაბსკაპიტანი (1909). კაპიტანი (1913). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. მსახურობდა 154-ე პოლკში. თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლის დროს, როდესაც თავის ასეულით, 100-ზე მეტ ოფიცერთან და 2 ათასამდე ჯარისკაცთან ერთად დაატყვევა ოსმალთა მე-9 კორპუსის სარდალი ისხაკ-ფაშა. სწორედ ამის შემდეგ შეერქვა „შაიტან (ეშმაკი) კაპიტანი“. პოლკოვნიკი (1915).

დაჯილდოებული იყო ორდენით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. მიენიჭა გენერლობა (1918). 1918 იყო ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი, 1920 - პირველი ბრიგადის მეთაურის თანაშემწე. 1921 წელს თადარიგში გავიდა. მსახურობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. I, 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ტარასი ვაშაკიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები