ვაწაძე ნუგზარ
ნუგზარ ვაწაძე − (10 აპრილი 1937, თბილისი – 9 ივნისი 2018, იქვე), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).
1961 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება (პედ. ა. ბალანჩივაძე).
ნაწარმოებები: ოპერეტა „ბერიკები“(1984), საფორტეპიანო კონცერტი, სიმებიანი კვარტეტი E DUI (1960. I პრემია ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო შემოქმედებით დათვალიერებაზე 1962), „იუმორესკა“ სიმფონიური ორკესტრისათვის, საორკესტრო სიუიტა, გუნდები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის მ.შ. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 ა. კერესელიძესთან ერთად), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ცისკრის ზარები“ (1967), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „სოფლის აშიკი“ და სხვ. მოკლემეტრაჟიანი „სალამურა“ (1964); ანიმაციური „ნარცისი“ (1964), „ო, მოდა, მოდა“(1968), „ბომბორა“ (1968), „ასე იბადებიან ვარსკვლავები“(1968), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ“ და სხვ.