ვეკუა ჯენეტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯენეტ ვეკუა

ვეკუა ჯენეტ − (1962), მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. ფსევდონიმი − კლეოპატრა. დაიბადა სოხუმში. 1993 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო სასწავლებელი, 1999 წელს კი − კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი თბილისში. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1986 წელს ჟურნალ „რიწაში”. 1990 წელს იყო ერთ-ერთი თანაავტორი ახალგაზრდული კრებულისა „ნაბიჯები”. გამოცემული აქვს კრებულები: „სონეტის ღამე” (1990), „ეშაფოტი” (1991), „საქართველოს ტრაგედია” (1992), „სიყვარული და გილიოტინა” (1993), „სიკვდილი და სიძულვილი” (1994), „სიკვდილი სამოთხის კართან”, „გახლეჩილი სიცოცხლე” (1995), „მწარე მუხანათი” (1995), `მისტერიები~ (2003).


საჰარა
სონეტი ელენე დარიანს
ოქროსფერ რაშებს ესიზმრებათ ცხელი საჰარა,
ჰარამხანასთან ალეწილი როსკი პი ბილწი −
და იმართება ორგიები ცისა და მიწის...
შიშველი მკერდი ვნებიანმა კოცნამ დაფარა.
ასე დაეძებს მეხისაგან შველი სამალავს...
მაგრამ ბრჭყალებში უვარდება აფთარს და კივის,
რომ განერიდოს უსაშველო მსჯავრსა და ტკივილს,
დაეწაფება სისხლიანი ბობოქარ ლავას...
მიუსაფარი ქალწულობის მალულად ჰკარგავს...
ცრემლთა მძივები ბრჭყვიალებენ ვით ალმასები,
ღამის მკლავებზე გადატყდება ბროლის თასები,
ცეცხლი ედება სიყვარულსა და მეფის კარავს,
ბეჭდის თვალებზე ციმციმებენ ოცნების ფრთები
და შენც, სიგიჟევ, წარმოსახვის მტარვალს ნებდები.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები