ვენეციური ფანჯარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენეციური ფანჯარა

ვენეციური ფანჯარა – დიდი ზომის სამფრთიანი ფანჯარა შუაში ნახევარწრიული თაღით, რომელიც პილასტრებითაა გამოყოფილი განაპირა, შედარებით წვრილი ფრთებისაგან. იტალიის გარდა, ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ინგლისურ ნეოკლასიკურ არქიტექტურაში (მაგ., ბურლინგტონის სასახლე ლონდონში). ფანჯარა XVI საუკუნეში შექმნა საქვეყნოდ ცნობილმა ვენეციელმა არქიტექტორმა ანდრეა პალადიომ (1508-1580 წწ.), ხოლო პირველად აღწერა გვიანდელი რენესანსის არქიტექტორ-მანერისტმა იტალიელმა სებასტიანო სერლიომ (1475-1554 წწ.). აღსანიშნავია, რომ ვენეციური ფანჯრის მოტივი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს დონატო ბრამანტეს (1444-1514 წწ.). ფანჯრის სახელწოდება პირდაპირაა დაკავშირებული იტალიის ქალაქ ვენეციის სახელთან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები