ვესტიბულარული გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვესტიბულარული გამოკვლევა

სარჩევი

ვესტიბულარული ფიზიოლოგია

შეგახსენებთ ვესტიბულარული ფიზიოლოგიის რამდენიმე ასპექტს, რომელთა გააზრების შედეგად, გასაგები ხდება ვესტიბულარული კვლევა და მისი ლიმიტები.

მარცხენა და მარჯვენა ვესტიბულარული აპარატი, თავისი ფუნქციონირებით უზრუნველყოფს თავის მოძრაობისას ჩვენს წონასწორობას. ვესტიბულარული დისფუნქცია იწვევს წონასწორობის დარღვევას, ნისტაგმს და ვერტიგოს.

ვესტიბულარული აპარატი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:


  • პერიფერიული ნაწილი – მასში მოიაზრება უტრიკულუსი, საკულუსი, ნახევარრკალოვანი არხები, და რასაკვირველია, სტატო-კუსტიკური ნერვის ბოჭკოები. ამგვარია შიდა ყურის სტრუქტურა. იგი აკეთებს თავის ქალას სტატიკური და დინამიკური მდებარეობის ანალიზს.
  • ცენტრალური ნაწილი – ეს უკვე ტვინის ღეროში მოთავსებული ბირთვებია. მათი ფუნქციაა პერიფერიული ნაწილიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ამ მონაცემების შედარება კონტრლატერალურ მხარესთან.
ვესტიბულარული აპარატის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ამსახველი სქემა

ეს ბირთვები და მათ შორის დამაკავშირებელი გზები ერთიანობაში ქმნის ცენტრალურ – ვესტიბულარულ გზებს.

ვესტიბულარული აპარატი მუდმივ მუშაობა-მოსვენების რეჟიმშია და ერთი მხარე მეორის ანტაგონისტად გვევლინება:

a. თავის მოძრაობისას ვესტიბულარული აპარატი ერთ მხარეს აქტიურდება, ხოლო მეორე მხარე მოსვენების რეჟიმში გადადის. ამ შენაცვლების საშუალებით, ჩვენ ვახერხებთ მოძრაობისას წონასწორობის შენარჩუნებას.

b. თუ რაიმე მიზეზის გამო, მაგალითად, ტრავმა ან ქირურგიული ჩარევა, ვესტიბულარული აპარატი ცალმხრივად არის მოშლილი, მაშინ დარჩენილი მხარე მუდმივად მუშაობის რეჟიმშია და ეს ვლინდება საშინელი ნისტაგმით, წონასწორობის დარღვევით და ვერტიგოთი. ამ სინდრომს ვესტიბულარული დესტრუქციის სინდრომი ეწოდება.

რაღაც პერიოდის შემდეგ, (რამდენიმე კვირა) დარჩენილი მხარე საკუთარ თავზე იღებს ვესტიბულარულ ფუნქციას და სიტუაცია უმჯობესდება. ამ ფენომენს ცენტრალური კომპენსაციის ფენომენი ეწოდება.

საბოლოოდ, ვესტიბულარული მოშლის სიმპტომები ქრება.

c. ვესტიბულარული აპარატის ორმხრივი და ერთდროული მოშლის შემთხვევაში, რაც შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგად განვითარდეს (ამინოგლიკოზიდებით მკურნალობა და ა.შ.), არც ნისტაგმი და არც ვერტიგო არ ვლინდება. არის მხოლოდ მძიმე ხარისხის წონასწორობის მოშლა, რომელიც ძალიან ძნელად იკურნება. შემდგომში, ამ ფუნქციის შესრულება ვიზუალური და პროპრიოცეპტული (კუნთოვანი რეცეპტორები) კონტროლით არის შესაძლებელი.

ვესტიბულარული მოშლილობა და წონასწორობის დარღვევა

ეს ორი ცნება არ წარმოადგენს ერთი და იგივე პათოლოგიას. აღსანიშნავია, რომ წონასწორობას ჩვენი სხეული ინარჩუნებს ინფორმაციის სამი ძირითადი წყაროს მეშვეობით. ეს არის:

– ვესტიბულარული აპარატი;
– პროპრიოცეპტული (კუნთოვანი) რეცეპტორები;
– მხედველობა;

წონასწორობის დისფუნქციის და მასთან ასოცირებული ვერტიგოს ინტენსივობა დამოკიდებულია:

– დისფუნქციის გამოვლინების სისწრაფეზე;
– დისფუნქციის გამომწვევი დაზიანების ლოკალიზაციაზე, ცენტრალურ-ვესტიბულარულ გზებთან მიმართებაში;
– პერიფერიულ-ვესტიბულარული აპარატის დესტრუქციაზე, რომელიც ნაკლებად პროგრესირებადია მაგალითად, სმენის

ნერვის ნევრინომის დროს ვითარდება და შესაძლოა, საერთოდ არ იწვევდეს ვერტიგოს და წონასწორობის დარღვევას;

– ვესტიბულარული აპარატის უეცარ დესტრუქციაზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, ფუძის მოტეხილობით. ამ დროს სახეზეა ვერტიგო და წონასწორობის მწვავე მოშლილობა, რომელიც რამდენიმე კვირაში კომპენსირდება, თუმცა კომპენსაციის სისწრაფე დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, რეაბილიტაცია უფრო სწრაფია;
– ორმხრივ სიმეტრიულ დესტრუქციაზე, მაგალითად ოტოტოქსიკური პრეპარატების, (გენტამიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკების)

გამოყენებისას, იწვევს წონასწორობის მოშლას (უფრო სიბნელეში, ნაკლებად დღისით). ამ დროს წონასწორობა მხედველობის და პროპრიოცეპტული რეცეპტორების მეშვეობით რეგულირდება;

ვერტიგო და წონასწორობის დარღვევა ორი სხვადასხვა ცნებაა.

ვერტიგო წარმოადგენს სუბიექტურ გრძნობას, რომლის დროსაც პაციენტს აქვს საკუთარი თავის და ირგვლივ მდებარე საგნების გადაადგილების ილუზორული შეგრძნება. ვერტიგოს ხშირად თანახლავს წონასწორობის დაკარგვაც.

წონასწორობის დარღვევა არ არის სუბიექტური სიმპტომი და მისი კონსტატაცია ობიექტურადაც შესაძლებელია.

ცენტრალურ-ვესტიბულარული სისტემის დაზიანების დროს, წონასწორობის დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ხელი ეშლება გადაადგილებაში. ამ დროს არ არის აუცილებელი მას ჰქონდეს საგნების ან საკუთარი თავის გადაადგილების ილუზორული შეგრძნება.

შეჯამება

– ვესტიბულარული გამოკვლევა აუცილებელია წონასწორობის დარღვევის და ვერტიგოს დროს. თუმცა, ეს გამოკვლევა საჭიროა რიგი სხვა სიმპტომების დროსაც, მაგალითად: ნეიროსენსორული სმენის ცალმხრივი დაქვეითება, ცალმხრივი კოხლეარული ნევრიტი და ჰომოლატერალურ-ვესტიბულარული დისფუნქცია. თითქმის ყველა შემთხვევა, VIII წყვილი ნერვის ნევრინომის დასტურია.
– ვერტიგოს გარეშე ვესტიბულარული დაზიანების ნიშნები, უმეტესწილად, ცენტრალური დაზიანების მიმანიშნებელი ფაქტორია.
– ვერტიგოს პაროქსიზმული ხასიათი და კრიზებს შორის პერიოდში ვესტიბულარული აპარატის ნორმალური მუშაობა უფრო პერიფერიულ დაზიანებაზე მიუთითებს.

კლინიკური ვესტიბულარული გამოკვლევა

ამ კვლევას დღესაც შენარჩუნებული აქვს დიდი მნიშვნელობა.

გამოკითხვის დროს უნდა დაზუსტდეს:

– ვერტიგოს დაწყების გარემოება, ხანგრძლივობა, ხასიათი, მეორდება თუ არა.
– უნდა გაირკვეს ახლავს თუ არა ვერტიგოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა: კოხლეარული ნიშნები (ტინიტუსი, სიყრუე). გამოსარიცხია შაკიკი და ოფთალმოლოგიური პრობლემების არსებობაც.

კლინიკური გამოკვლევა – ზოგიერთი ნისტაგმი უპირობოდ მიუთითებს ცენტრალურ დაზიანებაზე, ისევე როგორც, მაგალითად, ბაბინსკის ნიშანი მიუთითებს პირამიდულ დარღვევაზე.

გამოკვლევა ყოველთვის გულისხმობს:

– ფეხზე მდგარი პაციენტის მარშირებას;
– სპონტანური ნისტაგმის ძიებას;
– კალორიულ ტესტებს. ეს ტესტები მარტივად შესასრულებელია და ძალიან ინფორმაციულია ლაბირინთის ჰიპო ან ჰიპერმგრძნობელობის დასადგენად. იგი ხორციელდება შპრიცის, ცივი და ცხელი წყლის საშუალებით;

როდესაც ცენტრალური სისტემის დაზიანების ნიშნები არსებობს, საჭირო ხდება ნევროლოგიური კვლევების ჩატარება.

ვიდეონისტაგმოგრაფია

ამ გამოკვლევის საშუალებით, ხორციელდება ნისტაგმის ვიდეოჩაწერა, რაც საშუალებას იძლევა სკურპულოზურად შევისწავლოთ როგორც სპონტანური, ასევე სხვადასხვა გაღიზიანების (კალორიული, როტატორული) შედეგად მიღებული ნისტაგმი.

პატარა, ინფრაწითელი კამერების საშუალებით ხდება თვალის ყველაზე მცირე მოძრაობის ჩაწერა, რაც შესაძლოა, შეუმჩნეველი იყოს უბრალო გამოკვლევისას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნისტაგმოგრაფია ნაკლებად ინფორმაციულია, სრულ კლინიკურ გამოკვლევასთან (კალორიული ტესტი და ა.შ.) შედარებით.


ვესტიბულარული კვლევის სქემატური სემიოლოგია

ცხრილი

პერიფერიულ-ვესტიბულარული სინდრომი მონაცემები ცენტრალურ-ვესტიბულარული სინდრომი
სუბიექტური ნიშნები
ძირითადად პერიფერიული როტაციული თავბრუსხვევა ღებინებით იშვიათად ცენტრალური
ხშირად პერიფერიული არასტაბილურობა ღებინების გარეშე ძირითადად ცენტრალური
ძირითადად პერიფერიული პაროქსიზმული ხასიათის ვერტიგო
ობიექტური ნიშნები
ლატერალური გადახრა, რომელიც, თავის პოზიციის შეცვლისას, მხარეს იცვლის რომბერგის კვლევა: ფეხზე დგომით, შეერთებული ფეხები, ხელები გაწეული წინ, ჯერ თვალებახელილი და მერე დახუჭული თვალით უკან მოძრაობა, რომელიც თავის მდებარეობასთან არ არის დაკავშირებული
აშკარა როტაციული გადახრა დაზიანებულ მხარეს ჰუტენბერგერის კვლევა: ადგილზე სიარული, დახუჭული თვალებით და ხელები წინ გაწეული პაციენტი ადგილზე ბორძიკობს და გადახრა არ არის მნიშვნელოვანი
ნისტაგმი – ვხედავთ მხოლოდ სპეც. სათვალის მეშვეობით. როტაციულ-ჰორიზონტალური ნისტაგმი, რომელიც სხეულის გადახრის საპირისპირო მხარეს ვლინდება სპონტანური ნისტაგმის კვლევა ხორციელდება 20 გრადუსიანი დიოპტრიული სათვალით, ჯერ პირდაპირი ხედვით და მერე 30 გრადუსიანი ოკულარით. სათვალით, ნისტაგმი ხშირად არ აღენიშნებათ. მაგრამ, თუ არის, ხშირად ვერტიგოს გავლის მერეც რჩება.
ზოგადად, პოზიციური ნისტაგმი მცირე დროს გრძელდება და ვერტიგო ახლავს პოზიციური ნისტაგმი უნდა ვეძიოთ სხვადასხვა პოზიციაში. განსაკუთრებით ვერტიგოს მაპროვოცირებელ პოზიციაში. აუცილებელია თანდაყოლილი ნისტაგმის დიფერენციალური დიაგნოზი, ანამნეზის შეკრებით. პოზიციური ნისტაგმი გრძელდება მანამ, სანამ ეს პოზიცია არის შენარჩუნებული.
გაღიზიანების დაქვეითება ან არარსებობა ეს მანიპულაცია გამოიხატება ყურში თბილი წყლის შესხმაში. (ჯერ 30 მერე 44 გრადუსი). მისი მეშვეობით ხდება ორივე ყურის რეაქციის ანალიზი ტემპერატურაზე (ნისტაგმი, ვერტიგო). ჰიპერგაღიზიანება


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები