ვეფხვი და მოყმე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ვეფხვი და მოყმე“ - ხალხური ბალადა. პირვანდელი სახით შექმნილი უნდა იყოს შუა საუკუნეებში. უძველესი ჩანაწერები მცირე მოცულობისაა და გადმოგვცემენ მხოლოდ ვეფხვისა და მონადირისს ბრძოლას, მათ ვაჟკაცურ დაღუპვას. მკვლევარები სწორედ ამ ვარიანტებს მიიჩნევენ ძირეულ ტექსტად. ბალადის მეორე ნაწილს, დედის გლოვას რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული პირველ ნაწილთან, გვიანდელ დანამატად თვლიან.
„ვეფხვი და მოყმე“ მსმენელისა თუ მკითხველის გულს აჯადოებს როგორც ღრმა შინაარსით, ისე მაღალმხატვრულობით.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
- აკ. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, 1931, გვ. 559;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 268;
- გ. კალანდაძე, ქართული ხალხური ბალადა, 1957, გვ. 35;
- გ. არაბული, ქართული ხალხური ბალადა „ვეფხვი და მოყმე“, „მნათობი“, 1956,№ II.