ვექტორული გამოსახულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვექტორული გამოსახულება – (vector image), გრაფიკული გამოსახულების ტიპი კომპიუტერულ კარტოგრაფიაში. უწყვეტი გავრცელების მქონე სივრცითი ობიექტები გამოისახება ფენების სახით. ინფორმაცია წერტილების, ხაზების და პოლიგონების შესახებ კოდირებულია და ინახება კოორდინატებით.