ვექტორული და რასტრული მოდელები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვექტორული და რასტრული მოდელები – (vektor and raster modelle), სივრცითი მონაცემები, რომლებიც უზრუნველყოფენ გის-ის მუშაობას. წერტილების, ხაზების და პოლიგონების შესახებ არსებული ინფორმაცია ინახება x და y კოორდინატებით. ვექტორული მოდელი იქმნება უწყვეტი თვისებების მქონე ობიექტების დიგიტალიზაციით. რასტრული მოდელი მოხერხებულია დისკრეტული ობიექტების წარმოდგენისათვის. საბოლოო პროდუქტი – რუკა არის გეოგრაფიული ინფორმაციის შენახვის, წარმოდგენის და გადაცემის ეფექტური საინფორმაციო საშუალება.