ვიბრატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიბრატორი

ვიბრატორი − (ინგლ. vibrator < ლათ. vibro რხევა) – სისტემა, რომელშიც აღიძვრება რხევები (მექანიკური, ელექტრომაგნიტური და სხვ.). მოწყობილობას, რომლის დანიშნულებაა ვიბრაციის აღძვრა და გამოიყენება დამოუკიდებლად ან შედის მანქანებისა და ხელსაწყოების შემადგენლობაში, ვიბროაღმძვრელებს (ვიბრატორებს) უწოდებენ. მათ ფართო გამოყენება აქვთ მრეწველობაში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და ყოფაცხოვრებაში. ვიბრატორს იყენებენ ბეტონისა და რკინაბეტონის ნაკეთობების დამზადებისას, გრუნტებისა და საგზაო საფუძვლების შესამჭიდროებლად, ბუნკერებიდან მასალების ადვილად განტვირთვისათვის, ვიბროღარებსა და ვიბროკონვეიერებში ფხვიერი მასალის ტრანსპორტირებისათვის. ვიბრატორის საშუალებით აღძრული რხევების ამპლიტუდა და რხევის სიხშირე განსაზღვრავს ვიბრაციული წისქვილებისა და ცხავების მუშაობის ეფექტურობას. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ცენტრიდანული ვიბრატორი საშუალო ძრაობის ბეტონის ნარევებისა და საგზაო საფრების შესამჭიდროვებლად გამოიყენება ზედაპირული ვიბრატორის ვიბროაღმძვრელზე დამაგრებული ფოლადის ფილები. სიღრმითი ვიბრატორი გამოიყენება მონოლითურ და მსხვილ ასაკრებ რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის ნარევის შესამჭიდროვებლად. ვიბრატორს აქვს ელექტრული ან პნევმატიკური ამძრავი. არსებობს ვიბრატორის სხვადასხვა სახეობა: არასიმეტრიული, აქტიური, მაგნიტოსტრიქციული, მაგნიტური, მუშტა, ნახევარტალღიანი, პასიური, რეფლექტორული, სიმეტრიული, სიღრმითი, სტაციონალური, ფაზასაწინაღო, ჩამიწებული, ჩანგლური, ხელის, ჰარმონიკული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები