ვიბრაციული წისქვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიბრაციული წისქვილი: 1-სამუშაო კამერა; 2-ჩასატვირთი მილყელი; 3-განტ-ვირთვის სარქველი; 4-დრეკადი ელემენტები; 5-საყრდენი კონს-ტრუქცია; 6-ელექტროძრავა

ვიბრაციული წისქვილი

  1. წისქვილი, რომელიც გამოიყენება ცემენტის ზეწმინდა დაფქვისათვის. არის ორი სახის: ინერციული და გირაციული. პირველში ვიბრაცია წისქვილის კორპუსს გადაეცემა დებალანსიანი ლილვისაგან, ხოლო მეორეში – წისქვილის დოლი წრიულ რხევით (გირაციულ) მოძრაობაში მოდის ექსცენტრიკული ლილვისაგან, რომელსაც ის ეყრდნობა. ინერციული წისქვილის დოლის რხევის სიხშირე, რომელიც ეყრდნობა ზამბარებს, აღწევს 1500-3000 წთ-1;
  2. ვიბრაციის პრინციპზე მომუშავე რაიმე ნივთიერების წვრილი ფრაქციის მისაღები მოწყობილობა. ვიბრაციული წისქვილი ხასიათდება დიდი წარმადობითა და ეკონომიკურობით (მაგ., ქვიშისა და კირის მისაღები ვიბრაციული წისქვილი მშენებლობაზე, გრაფიტის წვრილი ფრაქციის მიმღები ვიბრაციული წისქვილი ფანქრების წარმოებაში და სხვ.).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები