ვიბრორეცხვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვიბრორეცხვა – მსუბუქი, საშუალო და ძნელადმოსაცილებელი მინარევებისაგან ქვიშების გათავისუფლება წყლის ჭავლის (ან შხეფის) მეშვეობით. მარტივი ვიბრორეცხვა წარმოებს ვიბრაციულ ცხავებზე დასველების სისტემით მასალების ერთდროული რეცხვა-დახარისხებით. ძლიერგამრეცხი ვიბრაციული მანქანა წარმოადგენს ორ პარალელურ მილ-აბაზანას, ქვედა ნაწილში ხვრეტებით. აბაზანა ყენდება დახრილად ან ჰორიზონტალურად ზამბარიან ამორტიზატორებზე და იღებს წრიულ განივ რხევებს ინერციული ვიბრატორისაგან. თითოეულ მილ-აბაზანაში დაყენებულია წყლის გამშხეფი მოწყობილობა.