ვირი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვირი – ვირი არასოდეს ყოფილა გაღმერთებული ცხოველი ეგვიპტეში, თუმცა უკვე ადრეულ სამარხებში გვხვდება დასაფლავებული ვირები. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ „საშიშ“ დემონებს ვირის სახით წარმოიდგენდნენ და არსებობდა მრავალი წყევლა, რომელიც ვირის „სახელით“ იყო შედგენილი. ასოცირებული იყო ვირი სეტხთანაც.