ვირტუალური გეოგამოსახულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვირტუალური გეოგამოსახულება – (virtual geoimage), რეალობის მსგავსი ხელოვნურად შექმნილი სინამდვილე პროგრამულად მართვად გარემოში. თავის თავში აერთიანებს რუკებს, კოსმოსურ სურათებს, ბლოკ-დიაგრამებს და კომპიუტერულ ანიმაციას. მომხმარებელს ექმნება საველე დაკვირვების სრული ილუზია, აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლეების, მანძილების, ფართობების, დახრის კუთხეების განსაზღვრის შესაძლებლობა რიცხვითი მაჩვენებლების მიღების გზით. ინტერაქტიული მართვით ადამიანი კონტაქტში შედის გარემოსთან, მყარდება კავშირი „ადამიანი – გეოგამოსახულება“.