ვოლფარტიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლფარტიოზი – (wohlfahrtiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Wohlfahrtia + ბერძნ. osis დაავადება) – ენტომოზური დაავადება. ცხვრის ჭრილობის დაჭიანება, გამოწვეული ჭრილობაში ბუზისWohlfahrtia magnifica-ს ლარვების პარაზიტობით. გავრცელებულია თბილი და ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში.

სიმპტომები: მოუსვენრობა, სხეულის ტემპერატურის მატება, სიგამხდრე; ქავილი და ტკივილი ჭრილობაში, სადაც ბუზის ლარვები ლოკალიზებენ. ავადმყოფი ცხვრები კბილებით ღრღნიან ჭრილობას, ცუდად ძოვენ, ჩამორჩებიან ფარას, გამხდრები არიან და არცთუ იშვიათად, იღუპებიან.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები