ვოლფრამის შენადნობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვოლფრამის შენადნობები – შენადნობები ვოლფრამის საფუძველზე მალეგირებელი ელემენტების დამატებით. ლეგირებისათვის გამოიყენება ლითონები (მოლიბდენი, სპილენძი, ნიკელი, ვერცხლი, რენიუმი და სხვ.), ჟანგეულები (ThO2), კარბიდი (TaC) და სხვ. შენაერთები. ვოლფრამის შენადნობები მიიღება ფხვნილთა მეტალურგიით ან კომპონენტების დნობით რკალურ და ელექტროსხივურ ღუმლებში. პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება შეცხობილი ვოლფრამის შენადნობები.