ვოტიე ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოტიე ჟან - (ფრ. Vaughitier Jean. 1910 - 1992). XX საუკუნის ფრანგი დრამატურგი.

ჟან ვოტიე დაიბადა 1910 წელს. მისი შემოქმედება წმინდა ენობრივი საშუალებებით პირველ რიგში ეყრდნობა ფსიქოლოგიურ ანალიზს. იგი ერთიანდება ისეთ თეატრალურ დრამატურგებთან, როგორიცაა შეჰადე, ოდიბერტი, ბიუდე. სიუჟეტურად მისი პიესები ახლოსაა ბეკეტისა და იონესკოს დრამატურგიასთან, მაგრამ იგი არ იზიარებდა აბსურდულობის უიმედობით გამსჭვალულ მსოფლაღქმას, რადგან სჯერა რომ ადამიანს თავად შესწევს ძალა ცხოვრებას შესძინოს აზრი და დაამარცხოს გარესამყაროს უაზრობა. ამ იდეის ხორცშესხმა გახლავთ პიესიდან პიესაში გარდამავალი პერსონაჟი კაპიტანი ბადა, - „მებრძოლი პერსონაჟი“ - ამავე სახელწოდების დრამიდან, რომელიც 1956 წელს განახორციელა ჟან-ლუი ბარომ. კაპიტან ბადას ჯერ ჟერარ ფილიპი, შემდეგ კი მარსელ მარიშალი ასრულებდა. მისი პიესებია: „ბადაბეკი“, „სისხლი“. ბადა უიღბლო და მეოცნებეა, რომელიც იძულებულია შეებრძოლოს მთელ სამყაროს საკუთარი იდეალის - „სრულყოფილი ცხოვრების“ გამო.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები