ზალიპსკი ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის ზალიპსკი

ზალიპსკი ბორის იზრაელის ძე - (?-?) - საქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი. ტენორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პროფესიული განათლება არ მიუღია. 1903-1904 წლებში სარატოვის, 1905, 1909, 1913 წლებში პეტერბურგის, 1914 ყაზანის საოპერო თეატრებში მოღვაწეობდა. 1913 წლიდან თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მეტსახელად „ტკბილხმოვან ორფეოსს“ უწოდებდნენ. 1915 წელს ქ. პერმში იმღერა.

21.V.1918. იასონის როლს ასრულებდა რ. გოგნიაშვილის „ქრისტინეში“. 21.II.1919. ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერისას აბესალომის პარტიის პირველი შემსრულებელი იყო.

1921-1929 წლებში კვლავაც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტია. მას შემოქმედებით პარტნიორობას უწევდნენ: ო. ბახუტაშვილი-შულგინა; ს. ინაშვილი; გ. ქურხული; ა. ჭუმბურიძე; ფ. შალიაპინი და სხვ. ქართულ რეპერტუართან ერთად, უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც ასრულებდა: ფაუსტს (შ. გუნოს „ფაუსტიდან“); ვერთერს (ჟ. მასნეს „ვერთერიდნ“); ჰერცოგს (ჯ. ვერდის „რიგოლეტოდან“); ალფრედს (ჯ. ვერდის „ტრავიატადან“); ნადირის (ჟ. ბიზეს „მარგალიტის მაძიებლებიდან“); ალმავივას (ჯ.როსინის „სევილიელი დალაქიდან“); კავარადოსის (ჯ. პუჩინის „ტოსკადან“); ლენსკის, ტრიკეს, გერმანის, მასწავლებლის, ანდეის (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინიდან“, „პიკის ქალიდან“, „ჩერევიკიდან“, „მაზეპადან“); შუისკის (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვიდან“); ბომელიის (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლედან“); დუბროვსკის (ნაპრავნიკის „დუბროვსკიდან“) და სხვ.

ზურაბ ლეჟავა



ლიტერატურა

რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

იხილეთ აგრეთვე

ბორის ზალიპსკი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები